საზოგადოება
„თავისუფალი საქართველო“ ოპოზიციონერ ლიდერებს ნინო ბურჯანაძეზე თავდასხმის შეწყვეტისკენ მოუწოდებს

mimiროგორც პარტიის გამგეობის წევრ მიმი გაბრიჩიძის მიერ გავრცელებულ სპეციალურ განცხადებაშია ნათქვამი, „ცალკეული ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ 2011 წლის 26 მაისის ტრაგედიასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა როგორც ხელისუფლებას, ისე აქციის ორგანიზატორებს ეკისრება, ხელისუფლებას უხსნის გზას, განახორციელოს რეპრესიები აქციის ორგანიზატორებსა და მშვიდობიან მომიტინგეებზე.

„პირველ რიგში, თავდასხმა ქალზე, რომლის ოჯახის თითქმის ყველა წევრი სისხლის სამართლის პასუხისგებაში არის მიცემული, წმინდა ადამიანური თვალსაზრისით, მიუღებელია. მეორე მხრივ, მიგვაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები ოდნავადაც ვერ ადასტურებს რომელიმე კონკრეტული პირის დანაშაულს, პირიქით, სახეზეა ხელისუფლების მიერ მტკიცებულებების გაყალბება და მოწმეებზე ძალადობა. მოვუწოდებთ ყველა ოპოზიციურ პარტიას, თავი შეიკავონ აქციის ორგანიზატორების დადანაშაულებისგან, მით უფრო, რომ ამას ხელისუფლება და მისი სატელიტები ისედაც კარგად ახერხებენ“, – ნათქვამია განცხადებაში.