საქართველო, 11 აპრილი, საქინფორმი. რუსულ ტვირთებს ატარებს ნახევარი მსოფლიო დღეს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ უკრაინის დაზვერვის სამსახურის განცხადების კომენტირებისას განაცხადა.
კობახიძეს ჟურნალისტებმა კითხვა დაუსვეს, თუ რა ნაბიჯებს გადადგამს საქართველოს ხელისუფლება ბრალდებების საპასუხოდ.
„ზუსტად იგივე ნაბიჯებს, რასაც ვდგამთ ხოლმე, როდესაც სხვა ტიპის ფეიკინფორმაცია ვრცელდება. როდესაც ფეიკი ვრცელდება, ფეიკს უნდა უპასუხო სიმართლით. ეს არის ერთადერთი ნაბიჯი, რაც ამ შემთხვევაში შეიძლება, გადაიდგას.
მტკიცებულება შეიძლება, წარადგინო იმაზე, რაც მოხდა, მაგრამ რაც არ მოხდა, იმაზე მტკიცებულებას ვერ წარადგენ, ეს არის რეალობა. რუსულ ტვირთებს ატარებს ნახევარი მსოფლიო დღეს, როგორც აკონტროლებენ სხვები, ასევე ვაკონტროლებთ ჩვენც, მარტივია ამაზე პასუხი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.