პოლიტიკა
საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს მადლობას უხდის, რუსთაველის გამზირზე გამართული მხარდამჭერი აქცია-პერფორმანსისთვის, რომელიც რუსეთის შეჭრის შედეგად ბუჩაში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად გაიმართა. „მადლობა, საქართველო! უკრაინელი ხალხი ქართველების მხარდაჭერას გრძნობს“, – ვკითხულობთ უკრაინის რადას მიერ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.
თბილისში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მოქალაქეებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს, რომელიც „ქალაქ ბუჩაში რუსი ოკუპანტების მიერ მოკლული მშვიდობიანი მოსახლეობის ხსოვნას“ მიეძღვნა. აქციის მონაწილეები სიმბოლურად ხელებშეკრულები პარლამენტთან დაწვნენ, რითაც ბუჩაში მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობები გააპროტესტეს.