სამართალი
საზღვრის ჯგუფური გადაკვეთის მცდელობა აღკვეთილია

arrested11ქართველმა მესაზღვრეებმა საზღვრის უკანონოდ ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე საქართველოს ორი მოქალაქე დააკავეს.

საზღვრის დაცვის დეპარტამენტის ინფორმაციით, ზვიად მუშკუდიანი და გიორგი სამუშია ხელვაჩაურის რაიონის სოფელ თხილნარში დააკავეს. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება და სისხლისსამართლებრივი დევნა სსსკ-ის მე-19, 344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დაიწყო.

საქმეს სასაზღვრო პოლიციის ბათუმის საგამოძიებო-ოპერატიული განყოფილება იძიებს.