პუბლიკაციები
ვინ ეთამაშება საქართველოში ნატოს და ვინ იყენებს უკრაინას - საქინფორმი

 საქართველო, 8 აპრილი, საქინფორმი. მას შემდეგ, რაც ნატომ უარი თქვა უკრაინისა და საქართველოს მიღებაზე და უარი თქვა უკრაინს სამხედრო დახმარებაზე, საქართველოს თითქოსდა შესაბამისი დასკვნები უნდა გაეკეთებინა. უკრაინის ომის ფონზე, გაუგებარია, ანდა უბრალოდ სასაცილო კვლავაც საუბრი „საქართველოს პროგრესზე ალიანსში წევრობისკენ“ ან „საქართველოს მნიშვნელოვან როლზე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში“. მიუხედავად ამისა, საგარეო პოლიტიკური კურსი იოტისოდენადაც არ შეცვლილა, თუმცა შეიცვალა საგარეო საქმეთა მინისტრი. ნატოს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, რომელიც ჯერ არ დანიშნეს ბანკის დირექტორად და აიძულეს სამსახური გაეგრძელებინა, თავს იკატუნებს, ვითომ არაფერი მომხდარა და საქართველომ გეგმის მიხედვით უნდა იმოქმედოს.

სტოლტენბერგთან და ნატოსთან დაკავშირებით ყველაფერი ნათელია, მათი მიზანი საქართველოში შემოსვლაა და არა მისი მიღება, საქართველოს ხელისუფლება კი, როგორც ჩანს, ნატიფ აღმოსავლურ პოლიტიკას ატარებს: აქაოდა, რატომ დაობთ წინასწარ და რატომ სძენთ მტრებს დაუცველ საქართველოს?! აი, გუშინ უკრაინაც მიდიოდა ნატოში, დღეს კი "დედა დაიფიცა", რომ სამუდამოდ ნეიტრალური იქნება! ამიტომ, საქართველოც გაემგზავრება მინისტერიალებზე და დადგამს სერიალებ - მომავალი გვიჩვენებს და განსჯის... და თუ ვინმეს რაიმე უსიამოვნო სიურპრიზები ელის მომავალში, ესენი არიან უკრაინელი ნეონაცისტები, რომლებსაც დღეს ეჭვი შეუტანლად ჰგონია, რომ იყენებენ საქართველოს და ქართველებს რუსეთის წინააღმდეგ, და ამ დროს ქართული "ომის პარტია" და მისი ლიდერი - უკრაინის მოქალაქე სააკაშვილი მათ საკუთარი ფინანსური და პოლიტიკური ინტერესებისთვის იყენებს...

   გუშინ ნატო-ს მინისტერიალში საქართველოს მონაწილეობა ცალსახა ხაზგასმაა, რომ საქართველო, ერთი მხრივ, არის ღირსეული პარტნიორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ, ეს ასახავს იმ პროგრესს, რომ საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება ალიანსში ინტეგრაციის გზას, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალის შემდეგ განაცხადა.

„ბრიუსელში ვიზიტის ფარგლებში მქონდა შესაძლებლობა, ალიანსის მოწვევით მონაწილეობა მიმეღო ნატო-ს მინისტერიალში, რომლის ფარგლებშიც შეხვედრები გავმართე კოლეგა მინისტრებთან და ასევე გაცნობითი შეხვედრა მქონდა ნატო-ს გენერალურ მდივანთან. საქართველოს მონაწილეობა ამ მინისტერიალში ცალსახა ხაზგასმაა, რომ საქართველო, ერთი მხრივ, არის ღირსეული პარტნიორი ნატო-ს წევრი ქვეყნებისთვის, მეორე მხრივ, ეს ასახავს იმ პროგრესს, რომ საქართველო თანმიმდევრულად მიჰყვება ალიანსში ინტეგრაციის გზას. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელია, რომ საქართველოს მონაწილეობა ალიანსის მინისტერიალში არის ნიშანი, რომ საქართველო რეგიონულ ჭრილში არის მნიშვნელოვანი პარტნიორი ალიანსის ყველა წევრი ქვეყნისთვის. საქართველოს, ტრადიციულად, რეგიონული უსაფრთხოების კონტექსტში ყოველთვის ჰქონდა, აქვს და ექნება ძალიან მნიშვნელოვანი როლი. სწორედ ამ როლის გათვალისწინებით, ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოს მონაწილეობა მინისტერიალში. ვფიქრობ, ეს პროცესი ძალიან კონკრეტული, ხელშესახები შედეგის მომტანი იქნება ჩვენი რეგიონული უსაფრთხოების ნაწილში“, – განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.

საქინფორმი