აქტუალური
ახალი წესების თანახმად, კომერციულ ბანკებს ფიზიკურ პირებთან გაფორმებული ხელშეკრულებების შეცვლა მოუწევთ. ბანკი ვალდებულია, სამომხმარებლო კრედიტის ყველა თანმდევი ხარჯი საბოლოო პროცენტში შეიტანოს და კლიენტს ხელშეკრულებაში სესხის ზუსტი განაკვეთი ჩაუწეროს. ბანკმა, ასევე, ზუსტად უნდა მიუთითოს დეპოზიტის საპროცენტო განაკვეთიც. გარდა ამისა, უკმაყოფილო მომხმარებლისგან მიღებული საჩივრების შესახებ კომერციულმა ბანკმა ეროვნულ ბანკს პერიოდულად ანგარიში უნდა ჩააბაროს.