სამართალი
უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის საელჩოს წარმომადგენელი ანდრეი კასიანოვი საგარეო საქმეთა სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც სავარაუდოდ მინისტრ ილია დარჩიაშვილს შეხვდა.

საგარეო საქმეთა სამინისტროში მისვლის მიზეზი უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის გუშინდელი განცხადება გახდა.

ანდრეი კასიანოვმა საგარეო უწყების შენობა უკომენტაროდ დატოვა.

როგორც ცნობილია, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვითაც, „საერთაშორისო სანქციების დაწესების გამო, რუსეთის ფედერაცია მოკლებულია სამხედრო, ორმაგი დანიშნულებისა და სამოქალაქო საქონლის მიწოდების შესაძლებლობას. სანქციების გვერდის ავლის მიზნით, რუსი აგენტები აყალიბებენ კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის კერძოდ საქართველოს ტერიტორიაზე. ამასთან, ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებმა მიიღეს მითითებები პოლიტიკური ხელმძღვანელობისგან, არ ჩარეულიყვნენ კონტრაბანდისტების საქმიანობაში“.