აქტუალური
შალვა პაპუაშვილი ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა

 საქართველო, 6 აპრილი, საქინფორმი. პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სომხეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანს შეხვდა.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკას შორის მეგობრულ კავშირებსა და თანამშრომლობაზე.

შეხვედრაზე ასევე აღინიშნა, რეგიონში არსებული უსაფრთხოების რისკებისა და გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია, რომ ორი ქვეყნის სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის ურთიერთობა იყოს მჭიდრო.

შეხვედრა სომხეთის რესპუბლიკაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გაიმართა.

დელეგაციის შემადგენლობაში გია ვოლსკი, სოზარ სუბარი, სამველ მანუკიანი, სუმბატ კიურეღიანი, ელგუჯა გოცირიძე და ხათუნა სამნიძე შედიან.