პოლიტიკა
რუსები ქმნიან კონტრაბანდის არხებს საქართველოს გავლით - უკრაინის თავდაცვა

 საქართველო, 5 აპრილი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვო სამსახურის ინფორმაციით, რუსები აყალიბებენ სანქცირებული საქონლის კონტრაბანდის არხს, საქართველოს ტერიტორიის გავლით.

საერთაშორისო სანქციების შემოღების გამო, რუსეთის ფედერაციამ დაკარგა სამხედრო, ორმაგი და სამოქალაქო საქონლის ფართო სპექტრის მიწოდების შესაძლებლობა. სანქციების გვერდის ავლით, რუსი აგენტები ქმნიან კონტრაბანდის არხებს, რომლებიც გადის, კერძოდ, საქართველოს ტერიტორიაზე“, - აცხადებს უკრაინული მხარე და ამატებს:

საქართველოს სპეცსამსახურების წარმომადგენლებს პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ დაავალა, ხელი არ შეეშალათ კონტრაბანდისტების საქმიანობისთვის“.

უკრაინული მხარე, ასევე, ამტკიცებს, რომ განიხილება საქართველოსა და რუსეთს შორის საჰაერო კომუნიკაციის აღდგენის შესაძლებლობაც.

საქართველოს უსაფრთხოების სამსახურში უარყოფენ ბრალდებებს.

უკრაინული დაზვერვის ცნობით, რუსეთისთვის სამხედრო პროდუქციის მიწოდების კიდევ ერთი არხი აღმოსავლეთ აზიაა.

მისი მეშვეობით ოკუპანტ ქვეყანას მიეწოდება მანქანების, ელექტრონიკის და ოპტიკური მოწყობილობების სათადარიგო ნაწილები“.

რადიო თავისუფლება