აქტუალური
საქართველო, 4 აპრილი, საქინფორმი. თბილისისა და კიშინიოვის პოზიციამ სანქციებთან დაკავშირებით იმედი გამიცრუა, - ამის შესახებ უკრაინის უმაღლესი რადას სპიკერმა, რუსლან სტეფანჩუკმა სოციალურ ქსელ ტვიტერში დაწერა.
მისივე თქმით, უკრაინას, საქართველოს და მოლდოვას რუსეთის მხრიდან ტერიტორიული ანექსიის პრობლემა აერთიანებთ.
„ადრე მეგონა, რომ მთავარი, რაც ყველაზე მეტად გვაერთიანებს საქართველოსთან და მოლდოვასთან, არის ის, რომ ჩვენი ქვეყნები ტერიტორიულად „დაკბინეს“ რუსებმა. მაგრამ თბილისისა და კიშინიოვის დღევანდელმა ოფიციალურმა პოზიციამ სანქციების დაწესების ნეიტრალურობასთან დაკავშირებით იმედი გამიცრუა“, - განაცხადა სტეფანჩუკმა.