საქართველო, 1 აპრილი, საქინფორმი. ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია მიესალმება ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხალხის მისწრაფებას, „შეუერთდეს ჩრდილოეთ ოსეთს რუსეთის შემადგენლობაში“ და დარწმუნებულია, რომ ეს ნაბიჯი მთლიანობაში, „სამხრეთ ოსეთის“ ინტერესებს პასუხობს. ამის შესახებ „სპუტნიკ-აფხაზია“ იუწყება.
ამასთან, ბჟანიამ ხაზი გაუსვა ოკუპირებული აფხაზეთის პოზიციას რუსეთთან მიმართებით.
„სუვერენული, დამოუკიდებელი აფხაზეთი აშენებს და განაგრძობს ურთიერთობების დამყარებას მოძმე რუსეთთან 2014 წლის 24 ნოემბრის შეთანხმების მკაცრი დაცვით“ , - განაცხადა ბჟანიამ.
ბჟანიას თქმით, რუსეთთან აღნიშინული შეთანხმება ითვალისწინებს კოორდინირებული საგარეო პოლიტიკის წარმოებას; თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას; ერთიანი ეკონომიკური და სოციალური სივრცის ფორმირებას; ოკუპირებული აფხაზეთის სოაციალურ-ეკონომიკურ განვითარებაში ხელშეწყობას; პოსტსაბჭოთა სივრცეში ოკუპირებული აფხაზეთის საინტეგრაციო პროცესებში მისი სრულფასოვანი მონაწილეობისთვის პირობების შექმნას, რომლებიც რეალიზებული იქნება რუსეთის ინიციატივიტა და დახმარებით.
interpressnews.ge