რედაქტორისგან
მედალი „ყირიმის აღებისთვის“ - საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი ცუდ ქართველებს მიმართავს

     ამხანაგო ცუდქართველებო!

მოგმართავთ კარგი ქართველი - საქინფორმის მთავარი რედაქტორი არნო ხიდირბეგიშვილი. იცით, რა განსხვავებაა ჩვენ შორის? თქვენ გძულვართ და დიდი ხნის წინ მომკლავდით, რომ შეგეძლოთ, მე კი მეცოდებით და გადაგარჩენთ, როცა თქვენს მოსაკლავად მოვლენ.

ასე რომ, ამხანაგო ცუდქართველებო, თქვენ წინაშეა ახალი უკრაინული მედალი "ყირიმის აღებისთვის" და ამისთვის მომზადებული მოწმობა, რომლისთვისაც ხელი უნდა მოეწერა მისი განკარგულებით დამაჯილდოებელ უკრაინის პრეზიდენტ ზელენსკი. ეს კიდევ ერთი უდავო მტკიცებულებაა იმისა, რომ ხეროი ებრაელმა ვლადიმერმა, რომელმაც სახელი უკრაინულ სტილში - "ვოლოდიმირზე" შეცვლა, წაიკითხა ვიკიპედიაში ბარბაროსას გეგმის შესახებ და გადაწყვიტა ბლიცკრიგი - ელვისებური ომი რუსეთის წინააღმდეგ დონბასისა და ყირიმის დასაბრუნებლად. კომედიანტებში - პრეზიდენტსა და პრეზიდენტებში - კომედიანტს, მას გულწრფელად ეიმედებოდა ნატოს და აშშ-ს მხარდაჭერა! და კიდე, კოკაინის დიდი დოზის ქვეშ, Kinder სიურპრიზი იმედებს ამყარებდა „ბინძურ ბომბზე“ ჩერნობილიდან და ბიოლოგიურ იარაღზე ამერიკული ბიოლაბორატორიებიდან (ჰიტლერის ანალოგიით, რომლის უკანასკნელი იმედი რაღაც სუპერიარაღი იყო). ზელენსკი თავად არის გამოსაკვლევი ბიოლაბორატორიაში, როგორც მსოფლიოში ერთადერთი ებრაელი - ფაშისტი!

ხოლო 2008 წელს ცუდი ქართველების ფიურერი და ზელენსკის მეგობარი - HERos სააკაშვილი, რომელიც კიევში სწავლისას დასნეულდა ბანდერასა და შუხევიჩის ნაცისტური იდეებით და ეს სენი საქართველოში შემოიტანა, ასევე ამზადებდა ბლიცკრიგს რუსეთის (კულახმეტოვის რუსი სამშვიდობოების) წინააღმდეგ სამხრეთ ოსეთის დაბრუნების მიზნით (ასე დაარქვა თავად სააკაშვილმა ცხინვალის რეგიონს, პრეზიდენტ გამსახურდიას მიღებული კონსტიტუციის საწინააღმდეგოდ). კოკაინით გაბრუებული მიხელი, რომელმაც სახელი უკრაინულ სტილში "მიხაილოზე” შეიცვალა, ასევე გულწრფელად ამყარებდა იმედებს აშშ-სა და ნატოს მხარდაჭერაზე, ოღონდ მედლების სამხრეთ ოსეთის აღებისათვის“ ნაცვლად, სააკაშვილმა მოიმარაგა „ნაცმოძრაობის“ უამრავი ხუთჯვრიანი დროშა, მიკროფონები და ტრიბუნები, რომლებიც ავტობუსით ცხინვალზე, ტანკებისა და „გრადების“ კოლონაში გაგზავნა!

მაშინ რუსეთმა „დაინდო“ საქართველო - არ გაწმინდა ნაცისტებისგან, მათგან მხოლოდ აფხაზეთი და სამაჩაბლო დაიცვა, რომლებსაც ქართულ მიწად კი არა, რუსული სამყაროს ნაწილად თვლის - ამაში მოსკოვი ვაი-ქართველმა წითელლოყა პამადიანმა ფსევდო-ექსპერტებმაც დაარწმუნნეს. შემდგომმა მოვლენებმა აჩვენა, რომ რუსეთმა დიდი შეცდომა დაუშვა - 2008 წელს ანზორიკოს საყვარელ გრუ--სპეცნაზსპეცოპერაცია რომ ჩაეტარებინა სააკაშვილის დასაკავებლად, არც ევრომაიდანი, არც “ატო“, არც ქათო და არც დღევანდელი ომი არ მოხდებოდა და საქართველო და უკრაინა ახლა სუვერენული აყვავებული სახელმწიფოები იქნებოდნენ! მაგრამ რუსეთმა აღიარა ე.წ. სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი დამოუკიდებელ რესპუბლიკებად, მხარი დაუჭირა მოსახლეობის რუსულენოვან, რუსეთის მოქალაქეობის მქონე ოსურ და აფხაზურ ნაწილს. ნუთუ რუსეთს მხარი უნდა დაეჭირა სააკაშვილის ნაცისტურ რეჟიმისთვის, რომელმაც ტანკებიდან რუს ჯარისკაცებს ესროლა ყაზარმაში, ღამით ცხინვალი დაბომბა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს „ლილიპუტინი“ უწოდა?! მაინტერესებს რას გააკეთებდნენ ცუდი ქართველები კრემლის ადგილას რომ ყოფილიყვნენ? დიას, ეს გაყიდული პროვოკატორი ქართველები, რომლებმაც დღეს თავის გლავ-ანალზე პუტინის მაგინებელი ახალი „შედევრი“ გაუშვეს! თუ რუსები ასე ძლიერ სძულთ, რუსული სამასოიან გინებას რატომღა ატრიალებენ პირში გამუდმებით, და თანაც - სიამოვნებით?!

მაგრამ უკრაინას, რუსეთი გაასუფთავებს ნაცისტებისგან ყველა მეთოდით - ომით თუ ტერორით, რადგან რუსეთს ისტორიულ ნაწილის თვლის - კიევის რუსეთად, რომლისთვისაც მილიონობით რუსი დაიღუპა; იმიტომ, რომ კიევის ხელისუფლებამ, ვაშინგტონის ამჟამინდელ ადმინისტრაციასა და არაადეკვატურ, ბებრულ მარაზმში გადავარდნილ პრეზიდენტ ბაიდენთან ერთად, ღიად დაისახა რუსეთის განადგურების მიზანი; რადგან ნაციზმი 21-ე საუკუნეში არის დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნის შეურაცხყოფა, რომელთა საფლავებსაც ბილწავენ უკრაინელი ნაცისტები; ესაა ჰოლოკოსტის, ხათინის და ოდესის პროფკავშირების სახლის მსხვერპლთა ხსოვნის შეურაცხყოფა, „ანგელოზთა ხეივნის“ ბავშვების ხსოვნის შეურაცხყოფა, რომლებიც შურისძიებას ითხოვენ! ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის ხსოვნის შეურაცხყოფა დონბასში ე.წ. ატო-ს 8 წლის განმავლობაში…

   შემდეგ კი, ამხანაგცუდქართველებო, რუსეთი საქართველოსგან მოსთხოვს:

1 - კონსტიტუციაში შეიტანოს მუხლი ქვეყნის ნეიტრალურსტატუსის შესახებ, ჩაანაცვლოს მისით მუხლი „უალტერნატივო ევროატლანტიკური კურსის შესახებ“;

2 - ლუგარის სახელობის ამერიკული სამხედრო ბიოლაბორატორიის ლიკვიდაციას;

3 - ყველა სასწავლო ცენტრის - პრაქტიკულად, ნატოს და აშშ-სამხედრო ბაზების დახურვას;

4 - უარს ნატოსთან ნებისმიერ თანამშრომლობაზე, მათ შორის - ერთობლივი წვრთნების ჩატარებაზე;

5 - საქართველოს ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის სისტემების განთავსებაზე უარის თქმას, რომლებიც ადვილად გადაიქცევა რუსეთზე მიმართულ დარტყმის სისტემებად.

და თუ საქართველოს ხელისუფლება უარს იტყვის რუსეთის მოთხოვნიდან თუნდაც ერთი პუნქტის შესრულებაზე, ამ უკანასკნელის შეიარაღებული ძალები შევლენ საქართველოს ტერიტორიაზე და თავად განახორციელებენ დენაციფიკაციას დემილიტარიზაციით, რისგანაც მოსკოვმა 2008 წელს თავი შეიკავა. მით უმეტეს, რომ რუსეთის თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს აქვს საქართველოში მუშაობის დიდი გამოცდილება - 1992 წელს, როგორც რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამინისტროს ხელმძღვანელმა, შოიგუმ შექმნა ზემოხსენებული შერეული სამშვიდობო ძალები ცხინვალის რეგიონში და ხელმძღვანელობდა მას 2008 წლის აგვისტოს კონფლიქტამდე. სამშვიდობო ოპერაციის წარმატებული გამოცდილება, რომელსაც ხელმძღვანელობდა რფ-ის თავდაცვის ამჟამინდელი მინისტრი, არმიის გენერალი სერგეი შოიგუ, შემდგომში წარმატებით იქნა გამოყენებული სხვა კონფლიქტების გადაწყვეტაში. ეს ოპერაცია, თავისი ეფექტიანობით, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ სამშვიდობო მისიად ითვლება, რის შედეგადაც ათიათასობით ოჯახი დაბრუნდა მშვიდობიან ცხოვრებას“, - იტყობინებოდა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2017 წლის ივლისში, „სამხრეთ ოსეთში“ რუსი სამშვიდობოების შესვლის 25 წლისთავის წინ.

   ვისთვის ვახმოვანებ დღესავით აშკარა ფაქტებს? დასავლური პროპაგანდით მოწამლული, არაკეთილსინდისიერი და თანდაყოლილი ფსიქიკური ხარვეზების მქონე ცუდი ქართველებისთვის, რაც ხელს უშლის მათ სიტუაციის ფხიზლად შეფასებაში! ფული და არა სამშობლო, ფუფუნებაში ცხოვრება და არა საქართველო, გლავ(კ)ანალის“ პროპაგანდისტები და არა პატრიოტები - აი ცუდი ქართველების ცხოვრებისეული კრედო და პრიორიტეტები, რომელთა ისტორიული მისიაა - ციხესიმაგრის კარიბჭის შიგნიდან გაღება უცხო დამპყრობლებისთვის! დღეს ამხანაგი ცუდქართველებძალად ახდენენ რუსეთის პროვოცირებას, შემოიჭრას საქართველოში - შეურაცხყოფენ რუსებს, რუსეთსდა მის პრეზიდენტს, ახდენენ რუსეთთან ომის პროვოცირებას საქართველოში და ომობენ რუსეთთან უკრაინაში. მათ ხელმძღვანელობენ საქართველოს ქრესტომათიული მოღალატეები - სააკაშვილი, მსოფლიოში ერთადერთი ექს-პრეზიდენტი, რომელმაც უარი თქვა სამშობლოს მოქალაქეობაზე, რომელიც პრეზიდენტობდა მილიარდერი ივანიშვილის წყალობით; პრეზიდენტი ზურაბიშვილი - არაადეკვატური, გაუნათლებელი პენსიონერი - ემიგრანტი, რომელიც ივანიშვილმა დანიშნა პრეზიდენტად; და ღალატის ეტალონი - მოსკოველი წვრილი ბიზნესმენი გახარია, რომელიც ივანიშვილმა დანიშნა პრემიერ-მინისტრად!

რატომ ვიმეორებ ამ ცნობილ ფაქტებს? იმიტომ, რომ რუსების მოთმინების ლიმიტი ამოწურა და დღეს ისინი არ არიან ვალდებულნი და არც გაარკვევენ - ვინ არიან ცუდი ქართველები და ვინ - კარგი!

«Сны о Грузии - вот радость!
И под утро так чиста
виноградовая сладость,
осенявшая уста.
Ни о чем я не жалею,
ничего я не хочу —
в золотом Свети-Цховели
ставлю бедную свечу.
Малым камушкам во Мцхета
воздаю хвалу и честь.
Господи, пусть будет это
вечно так, как ныне есть!
Пусть всегда мне будут в новость
и колдуют надо мной
родины родной суровость,
нежность родины чужой»
.

ეს არის ბელა ახმადულინას ლექსი სიზმრები საქართველოზე, დაწერილი მას შემდეგ, რაც დიდმა ამაშუკელმა (რომლისთვისაც ცუდმა ქართველებმა პანთეონში ადგილი ვერ გამონახეს, არ ესმოდათ, რომ პანთეონი იქ არის, სადაც რეზოა!) კარგ ქართველებთან ერთად მონათლა რუსი პოეტესა სვეტიცხოველში. 12 წელია, აღარ გვყავს შეუდარებელი ბელა, რომელიც მამამ ფარაჯანოვთან სტუმრობისას გამაცნო, ის უფალს ევედრებოდა, რომ რუსეთი და საქართველო ყოველთვის ერთად ყოფილიყვნენ:

«Господи, пусть будет это
вечно так, как ныне есть!
Пусть всегда мне будут в новость
и колдуют надо мной
родины родной суровость,
нежность родины чужой».

10 იანვარს ცუდი ქართველებით დაღლილ რეზო ამაშუკელს რომ არ დაეტოვებინა ეს წუთისოფელი, დღეს გული გაუსკდებოდა! კარგი ქართველი არც მოღალატეა, არც ათეისტი და არც ლიბერალი, ამიტომ ახმადულინას კელი დეგნანში არასოდეს გაცვლის! კარგი ქართველიМалый камушек во Мцхета მთელ დასავლურ ცივილიზაციაზე არ გაცვლის! არაადამიანური წამებები, რომლითაც აწამებდნენ ხალხს სააკაშვილიქართველი და უკრაინელი ნაცისტები, გერმანელ ფაშისტებსაც კი გააოგნებდა! მოვითხოვ, რომ პრეზიდენტმა ბაიდენმა, ელჩმა დეგნანმა, პრეზიდენტმა მაკრონმა და კანცლერმა შოლცმა დაგმონ წამების ფაქტები საქართველოში სააკაშვილის რეჟიმის მიერ 2004 წლიდან 2012 წლამდე და კიევის რეჟიმის მიერ 2013 წლიდან - დღემდე! მაგრამ განა მათ ამისთვის სცალიათ?! მათ საკუთარი ხელით ანადგურებენ თავიანთი აყვავებული ქვეყნები, რომლებიც მალე სიცივესა და სიბნელეში ჩაიძირებიან! დასავლეთს მოიცვავს კომფორტს მიჩვეული ევროპელებისა და ამერიკელების დემონსტრაციებმა, რომლებიც ლენინგრადის ბლოკადის ერთ დღესაც ვერ გაუძლებდნენ! ამხანაგო ცუდ ქართველებო, ნუთუ დაგავიწყდათ, რომ თქვენმა პრეზიდენტმა საქართველოს ეკონომიკის ყველა სტრატეგიული ობიექტი რუს ინვესტორებს გადასცა? მაშ, ნუთუ მართლა ეს არის თქვენი რუსოფობიის მიზანი - საქართველოს დაბრუნება სიბნელესა და სიცივეში, ევროპის ზოგიერთ დიდ ქვეყანაში უკვე შემოღებულ პროდუქტის ბარათებთან?!

მაგრამ განა ბაიდენ, რომელიც ერთმანეთში ურევს აშშ-სა და გაეროს, ურევს საკუთარი შვილების სახელებს და ავიწყდება პენტაგონის ხელმძღვანელის სახელი, ერევა უკრაინა ირანში და პოლონეთის პრეზიდენტ - ელჩში, რომელიც თბილისში ვიცე-პრეზიდენტის რანგში ჩამოფრინდა, რათა სააკშვილთან ერთად შპსანაკლიაგაეხსნა, სიმართლე იტყვის?! განა სიმართლეს იტყვის ბაიდენი, ვისი ვაჟი, ნარკომანი ჰანტერი, რამელმაც თანაცხოვრობდა გარდაცვლილი ძმის ცოლთან და რომლის საინვესტიციო ფონდიც „Rosemont Seneca Technology Partnersაფინანსებს ამერიკულ ბიოლაბორატორიებს ასობით მილიონი დოლარით?! ბაიდენი, რომელსაც უყვარს არასრულწლოვანი ბავშვების დუნდულების ფერება, იმჟამად აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტ და უკრაინის კურატორ, იქ „კრიშავდა“ თავისი ვაჟის, ჰანტერის ათეულობით მილიონ დოლარიან მაქინაციებს გაზის კომპანია “Burisma”-ში! აი რატომ არასოდეს იტყვის ის სიმართლეს!

   სამაგიეროდ, გასულ კვირას ბაიდენს, პოლონეთის სამხედრო ბაზაზე ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთად სასადილოში პიცას მირთმევისას, წამოცდა 1 - რომ აშშ ერთადერთი ქვეყანაა, რომელიც იდეალებით ხელმძღვანელობს (?!), ხოლო დანარჩენ მსოფლიოს სურს მას მიბაძოს (?!); 2 - რომ უკრაინელები მამაცი მეომრები არიან, რაშიც ამერიკელი ჯარისკაცები თავად დარწმუნდებიან, როცა იქ იქნებიან (?!); 3 - რომ დღეს მსოფლიო წესრიგის ბედი წყდება და ამაში მთავარი როლი ამერიკელ ჯარისკაცებს ენიჭებათ (?!); 4 - რომ აშშ ომით უპასუხებს, თუ რუსეთი ქიმიურ იარაღს გამოიყენებს (როგორც ერაყში!)! ნუთუ დემენციით დაავადებული ბაიდენი, რომელიც ამასთან, მალე „კოჭლი იხვი“ გახდება, უარზე არაა, დასასრულ, რუსეთთან ომისთვის, ავიწყდება რა ახმადულინას სამშობლოს суровость-ის შესახებ?!

   ამხანაგო ცუდ ქართველებო!

ეს მიმართვა შეიძლება ბოლო იყოს - ან ჩემთვის, ან თქვენთვის, ან ბოლოს და ბოლოს, კაცები გახდებით და გააკეთებთ, რითაც მემუქრებით ფეისბუქზე, ანდა მალე მოგაკითხავენ, რაც უფრო სავარაუდოა. კარგად ვიცნობ თქვენს ორსახიან ბუნებას - ხვალ პირველები გაიქცევით თბილისში რუსეთის საელჩოს ცეტრალურ შესასვლელთან, ზოგიერთი უკვე სტარტზე ხართ, ამიტომაც გიწოდებთ ამხანაგებს ბრჭყალების გარეშე! ბაიდენმა გასულ შაბათს მოგიწოდებთ, მოემზადოთ "დემოკრატიისთვის ხანგრძლივი ბრძოლისთვის", მაგრამ ნუთუ არ მოგბეზრდათ ბრძოლა, განსაკუთრებით უცხოებისთვის?! ამქვეყნად ყველაზე მეტად გიყვართ დელიკატესები, ჯიპები და კურორტები, რაც უხვად გაქვთ და კიდევ უფრო მეტი გექნებათ, თუ მავნებლობას შეწყვეტთ! „ქართული ოცნება ამაში უხვად გადაგიხდით...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 27 მარტი
საქართველო, თბილისი