პუბლიკაციები
სალომე ზურაბიშვილი 2013 წელს საქართველო-რუსეთის ომს ითხოვდა?

 ითხოვდა თუ არა სალომე ზურაბიშვილი 2013 წელს საქართველო-რუსეთის ომის დაწყებას? თუ არ ითხოვდა, მაშინ 2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა რატომ და რის საფუძველზე თქვა:

”საქართველომ რუსეთს სოჭის უკან დაბრუნება უნდა მოსთხოვოს!.

2013 წელს ხომ აშკარა იყო, რომ რუსეთი ნებაყოფლობით სოჭს საქართველოს არ მისცემდა, ძალით ამის გასაკეთებლად საქართველოს ძალა არ შესწევდა, სამაგიეროდ, რუსეთისადმი განუხორციელებელი ტერიტორიული პრეტენზიების წაყენებას შეიძლება მოჰყოლოდა საქართველო-რუსეთის ომი.

იმისთვის, რომ გავიგოთ 2013 წელს სალომე ზურაბიშვილის მიერ გაკეთებული განცხადებების მიზეზები, ამისთვის ჯერ სალომე ზურაბიშვილის ბიოგრაფია უნდა გავიაზროთ.

საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი დაიბადა 1952 წელს პარიზში, ქართული პოლიტიკური ემიგრანტების ოჯახში, რომლებიც საქართველოდან 1921 წელს გაიქცნენ. 1974 წლიდან მუშაობდა საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სისტემაში. 2003 წელს სალომე ზურაბიშვილი დანიშნეს საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში. 2004 წლის მარტის თვეში სალომე ზურაბიშვილი დანიშნეს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად. 2005 წლის 20 ოქტომბერს განთავისუფლებული იყო თანამდებობიდან. როგორც ვხედავთ, საფრანგეთის მოქალაქემ სალომე ზურაბიშვილმა თავისი ცხოვრების უდიდესი ნაწილი გაატარა ფრანგულენოვან სამყაროში. ქართულ ენას ფლობს ძალიან ცუდად, კიდევ უფრო უარესად ერკვევა საქართველოს ისტორიაში და გამორჩეულად გაუთვიცნობიერებელია საქართველოში დღეს არსებულ თანამედროვე მდგომარეობაში.

სწორედ ეს გარემოება არის იმ მეტად უცნაური და უკიდურესად არაადეკვატური განცხადებების მიზეზი, რასაც საფრანგეთის მოქალაქე სალომე ზურაბიშვილი სისტემატიურად აკეთებდა და აკეთებს.

მაგალითად, 2013 წელს სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა:

”სანამ რუსეთს და საქართველოს შორის არ დადგინდა ახალი საზღვრები ორივე სახელწიფოს შეთანხმებით, საერთაშორისო სამართლის თანახმად ორ სახელმწიფოთა შორის ბოლოს აღიარებული საზღვრები რჩება ძალაში, ანუ ის რაც 1920 წლის ტრაქტატით იქნა აღიარებული. იმ დროისთვის სოჭი საქართველოს საზღვრებში შედიოდა და დღესაც ეს იურიდიულად ძალაში რჩება... (რაც სხვათაშორის სერგეი ლავროვს ჩვენ 2005 წელს მოლაპარაკებების დროს შევახსენე რათა ბაზებზე მოლაპარაკების დასრულების შემდეგ საზღვრების საკითხზე მოლაპარაკების აუცილებლობაში დამერწმუნებინა იგი...)”.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ზემოთ აღნიშნულ განცხადებას, რომ თითქოს 1920 წლის ”ტრაქტატით” (ალბათ 1920 წლის 7 მაისს დადებული რუსეთ-საქართველოს „ხელშეკრულება“ ჰქონდა მხედველობაში ფრანგული ენის კარგად მცოდნეს) იქნა აღიარებული, რომ თითქოს სოჭი საქართველოს საზღვრებში შედიოდა და დღესაც ეს იურიდიულად ძალაში რჩება, აღსანიშნავია, რომ:

1) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის კონსტიტუცია მიღებული იქნა 1921 წლის 25 თებერვალს;

2) საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 1921 წლის 25 თებერვლის კონსტიტუციის მიღებამდე 1 (ერთი) წლით ადრე, 1920 წლის 7 მაისს დაიდო რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულება, რომლის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრულია, რომ საზღვარი გადის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ ახახჩის მთამდე, შემდეგ აღმოსავლეთით.

1920 წლის 7 მაისს დადებულ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში საერთოდ არ არის ნახსენები სოჭი. თუ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ 1920 წლის 7 მაისს დადებულ რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებაში ნახსენები არის სოჭი, მით უმეტესს, თუ სალომე ზურაბიშვილი ფიქრობს, რომ ამ ხელშეკრულებით სოჭი საქართველოს საზღვრებშია აღიარებული, მაშინ მიუთითოს, სად, რომელ მუხლში არის ეს დადგენილი. ასეთი არ არსებობს.

ორ სახელმწიფოს შორის ყველაზე ბოლოს დადებული, 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით, აღიარებული საზღვრები არის შავი ზღვიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ ახახჩის მთამდე, შემდეგ აღმოსავლეთით.

სალომე ზურაბიშვილი რომელ სოჭზე საუბრობს?

მდინარე ფსოუს სამხრეთით არსებობს სხვა სოჭი?

თუ სალომე ზურაბიშვილი საუბრობს მდინარე ფსოუს ჩრდილოეთით არსებულ სოჭზე, მაშინ კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ ორ სახელმწიფოს შორის ყველაზე ბოლოს დადებული, 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით, აღიარებული საზღვრები არის  შავი ზღიდან მდინარე ფსოუს გასწვრივ ახახჩის მთამდე, შემდეგ აღმოსავლეთით.

სალომე ზურაბიშვილი ძალაზე არის?

იმ პირობებში, როცა 1920 წლის 7 მაისის რუსეთ-საქართველოს ხელშეკრულებით სოჭი შედის რუსეთის შემადგენლობაში, სალომე ზურაბიშვილი რის საფუძველზე აცხადებს, რომ თითქოს იურიდიული თვალსაზრისით სოჭი რჩება საქართველოს შემადგენლობაში? სალომე ზურაბიშვილი რის საფუძველზე ითხოვს სოჭის დაბრუნებას საქართველოს შემადგენლობაში?

სალომე ზურაბიშვილი სოჭის დაბრუნებას სამხედრო ძალით ითხოვს?

სალომე ზურაბიშვილი რისკენ მოუწოდებს, მორიგი ომისკენ?

ომისკენ, რომლის შედეგები აშკარაა, იმის მხედველობაში მიღებით, რომ საქართველოსა და რუსეთის სამხედრო პოტენციალებს შორის არსებობს გამანადგურებელი განსხვავება.

სალომე ზურაბიშვილს ნაპოლეონის ტრაგიკული ბედისწერა არ აძლევს მოსვენებას? იმ ნაპოლეონის, რომელიც რუსეთში 1812 წელს ”პირველი ევროკავშირის” ნახევარმილიონიანი არმიით შემოვიდა, ხოლო რუსეთიდან გაიქცა ყოფილი არმიის 25-ათასიანი ნარჩენებით?

თუნდაც 2008 წლის აგვისტოს 5-დღიანი ომი გავიხსენოთ, როცა რუსეთის არმიამ რამდენიმე საათში გაანადგურა ამერიკის შეერთებული შტატების ინსტრუქტორების მიერ მომზადებული და უახლესი ამერიკული იარაღით შეიარაღებული ქართული არმია, ხოლო 5 დღის განმავლობაში საქართველოს სახელმწიფო სრული კრახის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა.

სალომე ზურაბიშვილი იყო როგორც  საფრანგეთის მოქალაქე, ისე საქართველოს მოქალაქე, მუშაობდა როგორც საფრანგეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში, ისე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრად.

2013 წელს სალომე ზურაბიშვილი რა თამაშებს თამაშობდა? და 2022 წელს, მის მიერ გაკეთებული განცხადებების მხედველობაში მიღებით, რა თამაშებს თამაშობს ახლა?

2013 წელს სალომე ზურაბიშვილი საქართველოს სახელით აყენებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს რუსეთის მიმართ, მაშინ როცა წინასწარ იცოდა, რომ ეს ტერიტორიული პრეტენზიები სამართლებრივი თვალსაზრისით უსაფუძვლო იყო, ხოლო სამხედრო თვალსაზრისით საქართველოს არც ერთი შანსი არ ჰქონდა, რომ დაემარცხებინა რუსეთი ომში და სოჭი საქართველოს შემადგენლობაში შეეყვანა.

2013 წელს სალომე ზურაბიშვილს რატომ შეყავდა ქართველი ხალხი შეცდომაში?

2022 წელს სალომე ზურაბიშვილს რატომ შეყავს ქართველი ხალხი შეცდომაში?

და რა არის გასაოცარი, სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთის სახელით არასდროს არ აყენებდა ტერიტორიულ პრეტენზიებს რუსეთის მიმართ, რა, პრეტენზიები არ არსებობს? არც გერმანიასთან არსებობს პრეტენზიები? არც სხვა მესაზღვრე სახელმწიფოებთან? არსებობს? სალომე ზურაბიშვილი რატომღა სდუმს? სხვა შემთხვევებში სულ პრეტენზიული?

სალომე ზურაბიშვილს რა მიზანი აქვს, რომ საქართველომ ეომოს რუსეთს და დამარცხდეს ამ ომში? რითაც საფრანგეთი გაძლიერდება რუსეთის, თავისი პოტენციური მოწინააღმდეგის, დასუსტების ხარჯზე, იმისთვის რომ შემდეგ საფრანგეთმა თავის მოკავშირეებთან ერთად დაშალოს რუსეთი და მარიონეტული ლიბერალური მთავრობების ან პირდაპირი ოკუპაციის საშუალებით მიითვისოს რუსეთის სიმდიდრეები?

მაგრამ ეს საფრანგეთის ინტერესია.

საქართველოს ინტერესი სად არის?

საქართველოს სრულ განადგურებაში?

სალომე ზურაბიშვილი რისკენ მოუწოდებდა 2013 წელს საქართველოს და რისკენ მოუწოდებს დღეს, 2022 წელს?  

სალომე ზურაბიშვილი რომელი სახელმწიფოს ინტერესებს ახორციელებდა 2013 წელს და ახორციელებს ახლა, 2022 წელს?

საფრანგეთის თუ საქართველოს?

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო)
17.03.2022