სამართალი
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1013 ლარი გახდა

 საქართველო, 31 მარტი, საქინფორმი. 1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 3.1013 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, გუშინდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 3.1013 ლარი გახდა. კურსი, რომელიც გუშინ მოქმედებდა, 3.1354 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0341 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 3.4496 ლარია. მაშინ, როცა გუშინ მოქმედი კურსი 3.4652 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0156 ლარი შეადგინა.

გუშინდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში დღეს შევა.