აქტუალური
6-7 აპრილს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელზეც საქართველოც არის მიწვეული

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. 6-7 აპრილს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალი გაიმართება, რომელზეც საქართველოც არის მიწვეული.

ნატო-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ორდღიანი მინისტერიალის პირველ დღეს, 6 აპრილს ალიანსის წევრი ქვეყნების საგარეო უწყების ხელმძღვანელები სამუშაო სადილის რეჟიმში იმსჯელებენ, 7 აპრილს კი ჩრდილოატლანტიკური საბჭოს სხდომა ორ სესიად გაიმართება.

ალიანსის წევრების გარდა შეხვედრაზე მიწვეული არიან ავსტრალიის, ფინეთის, საქართველოს, იაპონიის, კორეის, ახალი ზელანდიის, შვედეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრები, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში.