უცხოეთი
რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელი - რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის

 საქართველო, 30 მარტი, საქინფორმი. რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგი არ არის, - ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის ხელმძღვანელმა ვლადიმირ მედინსკიმ მოლაპარაკებების დასრულების შემდეგ განაცხადა.

„თავის მხრივ, რუსეთის ფედერაცია არ აპროტესტებს უკრაინის სურვილს გაწევრიანდეს ევროკავშირში“, - განაცხადა მან.

სტამბოლში, დოლმაბაჰჩეს სასახლეში, უკრაინისა და რუსეთის დელეგაციების მოლაპარაკებები დასრულდა. როგორც ცნობილია, მოლაპარაკებები ხვალ გაგრძელდება.

interpressnews.ge