საზოგადოება
ირაკლი ღარიბაშვილი: ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. მთავრობის დღევანდელ სხდომას ესწრება ბატონი თორნიკე რიჟვაძე, მას აქვს მომზადებული ძალიან საინტერესო პროგრამა - „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“. ეს იქნება მიზნობრივი სახელმწიფო პროგრამა, რომლის განხორციელებაც უკვე იწყება, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთaვრობის გუშინდელ სხდომაზე განაცხადა.

მთავრობის მეთაურის შეფასებით, ბათუმში ძალიან მწვავედ დგას ავარიული სტატუსის მქონე საცხოვრებელი სახლების   პრობლემა, რაც საფრთხეს   წარმოადგენს   მოქალაქეებისათვის.

ბათუმი ავარიული სახლების გარეშე - სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის თანახმად, ბათუმში არსებული ავარიული შენობები თანამედროვე ტიპის საცხოვრებელი კომპლექსებით ჩანაცვლდება. ამ პროგრამას დღესვე დავამტკიცებთ მთავრობის სხდომაზე“, - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.