საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. აფხაზეთში 35-წევრიანი „პარლამენტის არჩევნების“ მეორე ტურებში დაახლოებით 67 000-მა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა, რაც ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის 54.5%-ია.
მეორე ტურების შედეგად „დეპუტატები“ 17-დან 16 ოლქში აირჩიეს. სოხუმის ერთ ოლქში განმეორებითი არჩევნები 2 თვეში ჩატარდება, გუდაუთაში კი – 14 მაისს.
მეორე ტურებში მოქმედი დეპუტატები – ბატალ აიბა, რაულ ლოლუა, ალმასხან ბარციცი, ნატალი სმირი, ალმასხან არძინბა და ასტამურ ტარბა მონაწილეობდნენ, თუმცა გამარჯვება ვერცერთმა მათგანმა შეძლო.
აფხაზეთის მოქმედი ლიდერის, ასლან ბჟანიას მოკავშირე პარტია „ამცახარას“ ხუთი კანდიდატიდან მხოლოდ ოთხმა გაიმარჯვა.
ჯამში, ორივე ტურების შედეგად ამცახარამ „პარლამენტში“ 5 მანდატი მოიპოვა. გამარჯვება ვერ მოიპოვა დანარჩენი ოთხი პარტიის ვერცერთმა კანდიდატმა.
საერთო ჯამში, 12 და 26 მარტის „არჩევნების“ შედეგად 35-წევრიან „საკანონმდებლო ორგანოში“ 28 დამოუკიდებელი კანდიდატი მოხვდა.
„არჩევნებში“ 18 მოქმედი „დეპუტატიდან“ ხელახალი მანდატი მხოლოდ შვიდმა მოიპოვა, ისიც პირველ ტურში.
ქვემოთ მოცემულია „არჩევნების“ მეორე ტურების შედეგები „აფსნიპრესის“ მიხედვით:
1 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
ინარ გიცბა – 1 287 ხმა.
მე-2 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
ასტამურ გერხელია, პარტია „ამცახარა“ – 1 024.
მე-3 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
ნერსოუ სალაყაია – 1 215.
მე-4 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
ერიკ რშტუნი – 1 015.
მე-6 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
დმიტრი მარშანია – 1 763.
მე-7 ოლქი (ქალაქი სოხუმი)
რაშიდა აიბა – 1 213.
მე-13 ოლქი (ქალაქი გაგრა)
ალხას ბარციცი – 2 109.
მე-15 ოლქი (ოთხარა)
ბადრიკ ფილია – 1 130.
მე-20 ოლქი (ააცი)
ალისა გულარია, პარტია „ამცახარა“ – 1 451.
21-ე ოლქი (ახალი ათონი)
ახრა ფაჩულია – 928.
22-ე ოლქი (ეშერა)
ფაზლიბეი ავიძბა – 741.
28-ე ოლქი (გუფი)
დემურ გოგია – 922.
29-ე ოლქი (ჭლოუ)
ალმას აკაბა, პარტია „ამცახარა“ – 1 038.
32-ე ოლქი (ოჩამჩირე)
ბატალ ჯოფუა – 1 189.
33-ე ოლქი (ტყვარჩელი)
ბესლან ემურხბა, პარტია „ამცახარა“ – 1 372.
34-ე ოლქი (ტყვარჩელი)
გერმან კაჭარავა - 854.