სამართალი
დარბევის ღამეს კინოთეატრ „რუსთაველში“ სპეცრაზმელებმა ქალები გააუპატიურეს

kinoteatri_rustaveliამის შესახებ ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლი“ ავრცელებს.

ორგანიზაციის ადვოკატ მანანა კობახიძის განცხადებით, არასამთავრობო ორგანიზაციები შევიკრიბეთ, რათა დაგვესახა გეგმა, როგორ დავეხმაროთ იმ ადამიანებს, რომლებიც 26 მაისს განვითარებული მოვლენების დროს დაშავდნენ. გვინდა, დროულად დავეხმაროთ იურიდიული საკითხების გადაწყვეტაში. სწორედ ამ შეხვედრაზე ერთ-ერთმა უფლებათა დამცველმა მოგვაწოდა ძალიან შემაშფოთებელი ფაქტების შესახებ ინფორმაცია, კერძოდ, აქციის დაშლის პროცესში კინოთეატრ „რუსთაველში“, სადაც უამრავმა ადამიანმა შეაფარა თავი, დაფიქსირდა ამორალური საქციელი. არიან მოწმეები, რომლებიც ადასტურებენ, რომ რამდენიმე სპეცრაზმელმა კინოთეატრის შენობაში ქალები გააუპატიურა“.

საქინფორმი დაუკავშირდა არასამთავრობო ორგანიზაცია „კონსტიტუციის 42-ე მუხლის“ ადვოკატ მანანა კობახიძეს. „ზემოაღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით ჯერჯერობით სიახლე არაფერია. ამ საკითხზე მუშაობს ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც მონაცემებს თვითონ გამოაქვეყნებს. ორგანიზაციის შესახებ მეტს ამ ეტაპზე ვერაფერს მოგახსენებთ, თუმცა ეს არის სარწმუნო და დაზუსტებული ინფორმაცია“, – განაცხადა მანანა კობახიძემ ჩვენთან საუბარში.