უცხოეთი
სერგეი ლავროვი - დასავლეთი რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდა

 საქართველო, 29 მარტი, საქინფორმი. დასავლეთის ქვეყნები რუსეთთან მიმართებით პირდაპირ სახელმწიფო „ბანდიტობამდე“ დავიდნენ, - ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს გამოიხატება კერძო ქონების კონფისკაციასა და ფინანსურ-ეკონომიკურ სფეროში არსებულ ვალდებულებებზე უარის თქმაში.

ამასთან, როგორც ლავროვმა აღნიშნა, რუსეთში უკვე მზადდება დადგენილება სავიზო ხასიათის საპასუხო ზომების შესახებ, რომელიც შეზღუდავს რუსეთში „არამეგობრული ქვეყნების“ მოქალაქეების შესვლას.

interpressnews.ge