საქართველო, 28 მარტი, საქინფორმი. რედაქციისგან: აშშ-ს პრეზიდენტი ჯო ბაიდენის 2022 წლის 26 მარტს გამოსვლამ ვარშავაში რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით სიბრალული გამოიწვია დემენციით დაავადებული მოხუცისადმი და სირცხვილი ამერიკელი ხალხის გამო, რომელსაც ასეთი ლიდერი ჰყავს - ყველაზე უარესი აშშ-ს პრეზიდენტებიდან. მაგრამ ბაიდენი პოლიტიკაში დაბერდა და ნიკიტა ხრუშჩოვის დროსაც მაღალ თანამდებობებზე იყო, რასაც ვერ ვიტყვით ყოფილ მეათე ხარისხოვან ფრანგ ჩინოვნიკ სალომე ზურაბიშვილზე, რომელიც ბედის ირონიით, საქართველოს პრეზიდენტი გახდა. დღეს, ამ უცნაურმა ქალმა, არაადეკვატურობით, უკან ჩამოიტოვა პრეზიდენტი ბაიდენი, რომელიც ხანდახან საღ აზრს გამოთქვამს მაინც, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პირისპირ ესაუბრება პუტინს. ზურაბიშვილი კი საბოლოოდ დაადგა ღალატის გზას, დაუპირისპირდა ქართულ სახელმწიფოს და ქართველ ხალხს, საკუთარი სიბერისა და თავისი შვილების მომავლის უზრუნველყოფის იმედით.
„საქართველოში იმყოფებოდა აშშ-ის პრეზიდენტი და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ, ველოდებით მას! – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა საქართველო-აშშ-ის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, რომლის ფარგლებშიც უკრაინისადმი სოლიდარობის საღამო თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიმართა.
საქინფორმი: ალბათ, საქართველოს ამ „უღრუბლო მომავალს“ გულისხმობდა გასულ კვირას გრიგორი კარასინი, რაც თბილისში შეცდომით გაიგეს როგორც საქართველოსა და რუსეთის საერთო უღრუბლო მომავალი,
სალომე ზურაბიშვილის თქმით, 30 წელია, რაც აშშ ყველანაირად გვერდში უდგას საქართველოს. მისი თქმით, ამერიკის პოლიტიკა ჩვენ მიმართ ფასდაუდებელია და ჩვენი მხრიდან კი, ამერიკისთვის ვიყავით სანდო მეგობარი, პარტნიორი, რომელმაც თავი არ დაიშურა და იდგა იქ, სადაც საჭირო იყო, ეს იქნებოდა ავღანეთი, თუ ერაყი.
საქინფორმი: რა თქმა უნდა, შეუძლებელია ვუწოდოთ ადეკვატური ადამიანს, რომელიც მთელ საქართველოს შეახსენებს, რომ ახალგაზრდა ქართველი ბიჭები - საუკეთესო სამხედროები! - ოცი წელი იხოცებოდნენ ამერიკელი ნარკოდილერების ინტერესებისთვის ერაყსა და ავღანეთში, საიდანაც აშშ-მა ძლივს გაასწრო, თუკი... ზურაბიშვილს კომიკოსი ზელენსკის მსგავსად სატირათი არ დაკავდა და ამას განზრახ არ აკეთებს ლავროვის თხოვნით!
„მადლობას ვუცხადებთ ამერიკის სახელმწიფოს მისი მთელი ამ წლების პოლიტიკისთვის. ჩვენ მას ვთხოვთ, ხვალინდელი დღეც დადგება, ომის შემდეგი დღე, როდესაც დაიწყება აღმშენებლობა, იქაც საჭირო იქნება ძალიან დიდი ჩართულობა. ახალი მარშალის გეგმა უკრაინისთვის, ახალი მიდგომები ახალი მსოფლიოსთვის” - განაცხადა ზურაბიშვილმა.
საქინფორმი: კარგი, საქართველოში უკვე დიდი ხანია მიეჩვივნენ იმას, რომ აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი მიზანმიმართულად უსვამს ხაზს მის გარეგნულ მსგავსებას ლუციფერთან, მაგრამ რატომ იწვევს ქართველი მენშევიკების შთამომავალი განზრახ აღშფოთებასა და დაცინვას მის მიმართ, გამოცანად რჩება! სად ასეთი რწმენა, რომ უკრაინას აღადგენს აშშ და არა რუსეთი?!
„საქართველოს თხოვნა იქნება, რომ დაგვიანდა მაღალი დონის შეხვედრები, დრო არის, ქართველი ხალხი ელოდება, რომ აქ ჩამოვიდნენ მაღალი დონის ვიზიტორები, თუნდაც პრეზიდენტი. მას ველოდებით. აქ იმყოფებოდა ამერიკის პრეზიდენტი, მივიღეთ როგორც არც ერთი სხვა ქვეყნის და მგონი, დრო არის, ეს გავიმეოროთ. მინდა, კიდევ ერთხელ ვუსურვო ამერიკას და საქართველოს, ჩვენი ურთიერთობები გაგრძელდეს მრავალი წელი და იყოს კიდევ უფრო მჭიდრო. მინდა, ვუსურვო უკრაინას, რომ ამ ბრძოლაში გაიმარჯვოს, რადგან მისი გამარჯვება, ყველას გამარჯვება იქნება“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ოპერის თეატრის სცენიდან.
საქინფორმი: თუ მანამდე კიდევ ვინმეს ეჭვი ეპარებოდა, ამ სიტყვების შემდეგ გაუქრა: აქაოდა, ეს ღარიბაშვილი და „ქართული ოცნება“, რომლებმაც საქართველოს პრეზიდენტად დამინიშნეს, ნამდვილი პროვინციელები არიან და აქ არავის ეპატიჟებიან, ხოლო როცა მე და მიშა ვიყავით საქართველოს სათავეში, ბაიდენს შევხვდით! ვითხოვ repete-ს! საქართველო აშშ-სთან და უკრაინასთან ერთად დაამარცხებს რუსეთს! და მერე რამ რომ საქართველოს მთავარი სავაჭრო პარტნიორია, პირველ ადგილზეა საქართველოში ფულადი გზავნილებისა და ტურისტების მხრივ, და ფლობს საქართველოს ეკონომიკის სტრატეგიულ ობიექტებს, კერძოდ, ენერგეტიკას?!
განა ეს არ არის ის „უღრუბლო მომავალი“, რომელსაც კარასინი საქართველოს უწინასწარმეტყველებს?!