სამართალი
სამინისტროს განცხადებას საქინფორმი უცვლელად გთავაზობთ:
„2011 წლის 26 მაისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ყინწვისში დააკავეს შეიარაღებული დაჯგუფება 24 კაცის შემადგენლობით. ბრალდებულებმა დაკავებისას პოლიციას გაუწიეს წინააღმდეგობა. როგორც დაკავებულების ჩვენებებიდან ირკვევა, მათ ხელმძღვანელობდა ყოფილი საქართველოს შს მინისტრი და ასევე მხედრიონის ერთ-ერთი ლიდერი თემურ ხაჩიშვილი, რომელიც ამ დროისთვის იმყოფება რუსეთის ფედერაციაში. ამ ჯგუფის მიზანი იყო საქართველოს ტერიტორიაზე შეიარაღებული პროვოკაციების მოწყობა“, – ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.სამინისტროს მიერ გავრცელებული შესაბამისი სატელეფონო ჩანაწერების აუდიომასალები კი უწყების ოფიციალურ ვებგვერდზეა განთავსებული.
http://police.ge/index.php?m=8&newsid=2517