სამართალი
საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. უკრაინაში დაღუპული საქართველოს ორი მოქალაქის, გია ბერიაშვილისა და დავით რატიანის ცხედრები სამშობლოში ჩამოასვენეს.
დაღუპული მებრძოლებისთვის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. მოქალაქეები მუხლმოდრეკილი და სანთლებით დახვდნენ დაღუპულთა ჩამოსვენებას.
აეროპორტში იმყოფებოდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც დაღუპულთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა.
ქართველი მებრძოლები გია ბერიაშვილი და დავით რატიანი 18 მარტს კიევის მახლობლად, ქალაქ ირპენთან შეტაკებების დროს დაიღუპნენ.
დაღუპული მებრძოლების გადმოსვენება სახელმწიფომ უზრუნველყო. მათ სამხედრო პატივით დაკრძალავენ.