აქტუალური
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტს მიმართა: აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს სტანდარტებს

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. აღარასდროს გვითხრათ, რომ ჩვენი არმია ვერ პასუხობს სტანდარტებს, – ამ სიტყვებით მიმართა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ნატო-ს სამიტს.

მისივე თქმით, უკრაინელმა მებრძოლებმა, რომლებიც უკვე ერთი თვეა, წინააღმდეგობას უწევენ რუსულ აგრესიას, დაამტკიცეს, რამდენად ბევრის გაღება შეუძლია უკრაინას ევროპისა და მსოფლიო უსაფრთხოებისთვის.

ამასთან, როგორც ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რუსეთი უკრაინაში გაჩერებას არ აპირებს, არამედ უფრო შორს უნდა წასვლა სურს“.

დიახ, ეს სიმართლეა, ჩვენ არ ვართ ალიანსში – ყველაზე ძლიერ თავდაცვის გაერთიანებაში. ასეთი განცდა მაქვს, რომ ჩვენ ნაცრისფერ ზონაში ვართ დასავლეთსა და რუსეთს შორის, მაგრამ ვიცავთ ჩვენს საერთო ღირებულებებს. ჯერ კიდევ 24 თებერვალს მოგმართეთ სრულიად გასაგებად, ლოგიკური თხოვნით, დაგვხმარებოდით ცის დაკეტვაში ნებისმიერ ფორმატში. დაგვეცვა ჩვენი მოქალაქეები რუსული ბომბებისა და რაკეტებისგან. ჩვენ ვერ მოვისმინეთ მკაფიო პასუხი. უკრაინას არ აქვს ძლიერი რაკეტსაწინააღმდეგო იარაღი. ჩვენ ბევრად ნაკლები ავიაცია გვაქვს, ვიდრე რუსეთს. ამიტომ მათი უპირატესობა ცაში არის მასობრივი იარაღის გამოყენება. დარწმუნებული ვარ, გესმით, რომ რუსეთი უკრაინაში გაჩერებას არ ფიქრობს. არ ფიქრობს და არ აპირებს. მას უფრო შორს უნდა წასვლა – ნატო-აღმოსავლეთ ევროპის წევრებთან. ბალტიის ქვეყნები, პოლონეთი – ეს ნამდვილად. ჩვენ უბრალოდ ჩვენი ხალხის გადარჩენა გვსურს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.