პოლიტიკა
ყველას, ვისაც თბილისის მარიუპოლად გადაქცევა სურს: საქინფორმის განცხადება

   აშშ-მა და ევროპამ დღეს უკრაინა დაამატეს უწინ აყვავებულ, მაგრამ ახლა მათ მიერ ნანგრევებად ქცეული სახელმწიფოების გრძელ სიას, მომდევნო საქართველოა. ავღანეთისა და უკრაინის შემდეგაც კი, კოლექტიური დასავლეთი ქართველებს ველურებად თვლის, რომლებიც კვლავაც შეიძლება მოატყუონ ზღაპრით ნატოს შესახებ, ხელში ჯოხივით დააკავებინონ ჯაველინიდა გაგზავნონ რუსების დასახოცად!

გუშინ აშშ-ის პრეზიდენტი და ევროკავშირის ლიდერები ბრიუსელში შეიკრიბნენ. მდიდრები და ბედნიერები, ისინი ჩაფრინდნენ თავიანთი თვითმფრინავებით და მივიდნენ ძვირადღირებული მანქანებით, ვერ შეამჩნიეს თავიანთ მოვლილ ხელებსა და ძვირფას კოსტიუმებზე ათიათასობით უკრაინელის სისხლი, რომლებიც იმ წუთებშიც კვდებოდნენ, როდესაც ისინი ღიმილით ესალმებოდნენ ერთმანეთს და ლიტონ სიტყვებს წარმოთქვამდნენ! ნატოსა და ევროკავშირის მდიდრული შტაბ-ბინები, რომლებისთვისაც ბომბები უცხოა, საიმედოდ იცავს ამ ბატონებს მილიონობით უკრაინის მოქალაქის ცრემლებისგან, რომლებმაც დაკარგეს მშობლიური სახლები და ლტოლვილებად იქცნენ...

   ზუსტად მავე ამაზრზენი ცინიკური ღიმილით გუშინ საქართველოს პარლამენტში, როგორც საკუთარ სახლში, მივიდა აშშ-ის ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, რომელმაც კიდევ ერთხელ მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას შეუერთდეს ანტირუსულ სანქციებს და გაერთიანდეს ოპოზიციასთან რუსეთთან საბრძოლველად. და ამ დროს, რუსთაველის პროსპექტის მოპირდაპირე მხარეს - ქაშუეთის ეკლესიაში უკრაინაში დაღუპული ქართველების პანაშვიდი იმართებოდ. ცხედრებთან მოცეკვავე“ ნაციონალ-მოღალატეები მათ სახელებს ანწუხელიძე-ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეტანენ და კიდევ ერთ პოლიტიკურ ვაჭრობის საგნად აქცევენ.

ქართველმა პოლიტიკოსებმა, თუ ამერიკის პრეზიდენტებმა - "უმაღლესმა კასტამ", რომელმაც ქართველი ჯარისკაცები გაგზავნა ერაყსა და ავღანეთში, პასუხი უნდა აგონ ათეულობით დაღუპულ და ასობით მძიმედ დაშავებულ საქართველოს მოქალაქეზე. რისთვის იბრძოდნენ ისინი - ამერიკული დემოკრატიისთვის, ნატოსთვის, აფხაზეთისთვის და სამხრეთ ოსეთისთვის, თუ საქართველოსთვის?! რატომ გაიქცნენ ამერიკელები იქიდან ქართველებზე ადრე, საქართველო არ მიიღეს ნატოში, ხოლო აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი არ დაბრუნდნენ თბილისის იურისდიქციაში?! ჯერ კიდევ გუშინ ამ თაღლითებმა სამშობლოს მოღალატე და რუსი ჯაშუშები უწოდეს ყველას, ვინც უცხო ომში ქართველების მონაწილეობის წინააღმდეგი იყო, თქვეს, რომ ჩვენ ვახშობთ ქართული ჯარის სულისკვეთებას, თაც მძიმედანაშაულს ჩავდივართ სახელმწიფოს წინაშე! დღეს ეს ნაძირლები ახლებურად ამღერდნენ - უკრაინაზე, იმუქრებიან ანგარიშსწორებით ყველა "მოღალატის" მიმართ, ვინც ეწინააღმდეგება საქართველოს მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ომში! მათ უკვე „დაივიწყეს“ ავღანეთი, სცხვენიათ აღიარონ, რომ ქართული არმიის ჯარისკაცებიქ გაგზავნეს ფულის საშოვრად, როგორც დაქირავებული მებრძოლები! რა თქმა უნდა, ჯარისკაცებისთვის ფული არ იქნება სახელმწიფო ხაზინაში, როცა ქართველი პოლიტიკოსები და პოლიტიკური პარტიები თავისთვის იწერენ იმაზე მაღალ ხელფასსდა პენსიებს, ვიდრე აშშ-ის პრეზიდენტს აქვს!

ამ მეცრებმა არც კი იციან - რა დიდი პატივისცემით ეპყრობოდნენ ტრადიციულად ავღანელები ქართველებს, მაშ რატომ უნდა ესროლათ მათთვის ქართველ ჯარისკაცებს?! მხოლოდ იმიტომ, რომ გუშინ ბრიუსელში პაიმანზე შეკრებილ დასავლელ ორპირ ლიდერებთვალთმაქცურად შეექოსაქართველო მათ ოპერაციაში უდიდესი კონტრიბუციისთვის, რომლის მიზანიც მილიარდობით დოლარის ნარკოტრაფიკი იყო?! დიახ, ქართველი ჯარისკაცები ავღანეთში იცავდნენ ნარკოვაჭრობას და დასავლელი ნარკოდილერების ინტერესებს! ამბობენ, რომ თავისი წილი ქართველ პოლიტიკოსებსაც ჰქონდათ, რომლებმაც ისინი სასიკვდილოდ გაწირეს, და ნატოს გენერალურ მდივანსაც...

   სად ხართ ქართული პოლიტოლოგიის მოგიტყანები - პროქტოპოლიტოლოგები საყვარელიძე და ცინცაძე, რომლებმაც 2003 წელს განაცხადეს, რომ საქართველო უკვე "ცალი ფეხით" ნატოშია?! "დაიცა, რა დრონეიტრალიტეტია!" - მეკამათებოდა ეს უკანასკნელი "კავკასიის" პირდაპირ ეთერში.

   ელჩო დეგნან, დაუბრუნეთ ქართულ ოჯახებს ის მამები და შვილები, რომლებიც იბრძოდნენ თქვენს უაზრო და წინდაწინ წაგებულ, როგორც ყოველთვის და ყველგან, უსამართლო ომში ერაყსა და ავღანეთში! საქართველოს პრეზიდენტო და ქართველო ოპოზიციონერებო, თქვენი შვილები გაურბიან სამხედრო სავალდებულო სამსახურს ქართულ ჯარში, გაგზავნეთ ისინი უკრაინაში, სანამ საქინფორმმა არ გამოაქვეყნსია მათი მონაცემებით!

ავღანეთსა და ერაყში ქართველები 10-ჯერ ნაკლები საზღაურის სანაცვლოდ იბრძოდნენ, ვიდრე ნატოს წევრი ქვეყნების ჯარისკაცებს უხდიდნენ, ნუთუ ქართველები აშშ-სთვის თეთრკანიანებარ არიან?! შშ-მა მოიგო ერთადერთი სამართლიანი ომი თავის ისტორიაში მხოლოდ იმიტომ, რომ იბრძოდა ფაშისტების წინააღმდეგ რუსების მხარეზე! დანარჩენი "გამარჯვებებისთვის" თეთრი ამერიკელები დღეს აფროამერიკელებს ქუჩაში ფეხებს კოცნიან...

   ქართველმა და ამერიკელმა პოლიტიკოსებმა - ყველამ, ვინც ქართველი ჯარისკაცები გაგზავნა ცხინვალში უაზრო ძმათამკვლელ სასაკლაოზე, ამისთვის პასუხი უნდა აგოს! სააკაშვილს აუცილებლად გაასამართლებენ ასობით ქართველი ჯარისკაცის და ათასობით მშვიდობიანი მოქალაქის - ქართველების, ოსების, რუსების დახოცვისთვის! ცნობილი მეთოდია დამნაშავის გასამართლება მცირე დანაშაულისთვის, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დამალვის მიზნით: ვინ მოიგონა სააკაშვილის დამალვა დღეს ციხეში შედარებით მცირე დანაშაულისთვის, რათა თავი დააღწიოს სასჯელს ადამიანურობისა და კაცობრიობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის, მასობრივი ხოცვა-ჟლეტისთვის?! რატომ არ ასამართლებენ სააკაშვილს აგვისტოს ომისთვის, რატომ დაიშალა საპარლამენტო კომისია და 2013 წელს თბილისში ჩამოსული ცნობილი დასავლელი პროკურორები უკან გააბრუნეს?!

   ყველას, ვინც 2013 წლიდან მიიწვია ქართველებს უკრაინაში ნაცისტების მხარეს საბრძოლველად, მიშტლერ სააკაშვილის მეთაურობით, სასამართლო – საქართველოს, უკრაინის, რუსეთისა, თუ ლინჩის სასამართლო გაასამართლებს! საქართველოს კანონმდებლობით, მათ ავტომატურად დაკარგეს საქართველოს მოქალაქეობა უცხო სახელმწიფოს შეიარაღებულ ძალებში ბრძოლით, ამიტომ მათ დააკავებენ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთისას! რატომ, რა უფლებით ჩაერივნენ ქართველები სლავების ომში და ესროდნენ რუსებსდა უკრაინელებს, ბელორუსებს და ჩეჩნებს? მიშა ხომ ისედაც უკრაინის და რუსეთის ორმაგი მოქალაქეა - ერთადერთი პრეზიდენტი დედამიწის ზყრგზე, ვინც თავის სამშობლოს მოქალაქეობაზე უარი თქვა!

რაც შეეხება აშშ-ის ელჩს საქართველოში, ის განუხრელად მიემართება იქითკენ, საითაც "რუსკი კორაბლს" მისი მეგობრები - ნაცისტები აგზავნიან...

   ვაფრთხილებთ ყველას, ვისაც თბილისიდღევანდელ მარიუპოლად და უკრაინის სხვა დანგრეულ ქალაქებად გადაქცევა სურს: არც "ამერიკული დემოკრატიისთვის", არც "ევროპული ღირებულებებისთვის", არც "ოკუპანტ რუსეთზე გამარჯვებისათვის", არც ლიბერასტებისა და ნაცისტებისთვის, რომლებსაც თქვენ წარმოადგენთ, არც რუსეთის ფედერაციის შემადგენლობაში საქართველოს შესვლისთვის, რის პროვოცირებასაც გაძლიერებულად ახდენთ - სააკაშვილის "მეხუთე კოლონა", არც ნატოსთვის და არასგზით და არაფრისთვის ამქვეყნად თქვენ ეს არ გამოგივათ!

საქინფორმის სახელით -
მთავარი რედაქტორი და გენერალური დირექტორი არნო ხიდირბეგიშვილი

2022 წლის 25 მარტი
საქართველო, თბილისი