უცხოეთი
ნატო აღმოსავლეთით თავდაცვის გაძლიერებაზე შეთანხმდა

 საქართველო, 25 მარტი, საქინფორმი. ნატო-ს ლიდერები შეთანხმდნენ, გააძლიერონ თავიანთი თავდაცვა აღმოსავლეთში, უკრაინაში რუსეთის შეჭრის საპასუხოდ.

„ჩვენ გავააქტიურეთ ნატო-ს თავდაცვის გეგმები, განვათავსეთ ნატო-ს საპასუხო ძალების ელემენტები და 40 000 ჯარისკაცი ჩვენს აღმოსავლეთ ფლანგზე”, - ნათქვამია ნატო-ს ლიდერების ერთობლივ განცხადებაში.

ამასთან, ნატო-მ რუსეთს ომის დაუყოვნებლივ დასრულებისკენ მოუწოდა.

„ჩვენ ვზრდით ჩვენი საზოგადოებების და ჩვენი ინფრასტრუქტურის გამძლეობას რუსეთის მავნე გავლენის დასაპირისპირებლად. მათ შორის კიბერშეტევების წინააღმდეგ", - ნათქვამია განცხადებაში.

ლიდერებმა შეაქეს უკრაინელი ხალხი, რომელმაც, მათი შეფასებით, „რუსეთის სასტიკი ომის წინააღმდეგ მსოფლიო გმირული წინააღმდეგობით შთააგონა“.

საერთო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ისინი მოუწოდებენ ბელარუსს „დაასრულოს თანამონაწილეობა რუსეთის შეჭრაში".

interpressnews.ge