პუბლიკაციები
ქართული ტრაგედია

 ქართველი ვარ! ამ სიტყვების წარმოთქმას სხვა სიამაყე, განსაკუთრებული სული, გული და გონება სჭირდება! მაგრამ ამას ქვეყნის და ხალხის მტერი ზვიადისტ-მიშისტური იდეოლოგიის მიმდევარი აფერისტები ვერ მიხვდებიან. ამ აფერისტებს ქართველებიც ფეხებზე კიდიათ, უკრაინელებიც და მთელი დანარჩენი დუნია-ქვეყანაც. ეს აფერისტები, უმცირესობაში მყოფები, დღეს არსებულ კანონიერად არჩეულ ხელისუფლებას ებრძვიან, მათი მოკლე ჭკუით მთავრობა კიდევ ერთხელ ძალადობით უნდა დაამხონ მათთვის ჩვეული აფერისტობით (რასაც ისინი „ჭკვიანობას“ ეძახიან), იმისთვის რომ თავისი გიჟი ბელადი კიდევ ერთხელ დააჯინონ ქართველი ხალხის კისერზე.

2022 წლის 24 თებერვალს დაიწყო ფაქტიური უკრაინა-რუსეთის ომი. მე-3 მსოფლიო ომი უკვე მიმდინარეობს. ჯერჯერობით ატომური იარაღის გამოყენების გარეშე, მაგრამ ნებისმიერ მომენტში შეიძლება გადაიზარდოს ატომურ ომში.

დავაკვირდეთ, უკრაინამ არ გამოუცხადა ომი რუსეთს, მეტიც, უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთიდან დასავლეთ ევროპისკენ გამავალი გაზსადენი გაზს კვლავ ტუმბავს და კვლავ შემოაქვს ფული რუსეთის ბიუჯეტში.

ამ დროს კი, რუსის არმია პირდაპირ ახლაც საქართველოში თბილისიდან 50 კილომეტრში არის განლაგებული. საქართველოს მთავრობა საქართველოს ტერიტორიაზე რუსის წინააღმდეგ პარტიზანული ომისთვის ფულს არ იხდის. დავაკვირდეთ, დღეს უკრაინაში საომრად წასულები საკუთარ ომში უფასოდ არ ომობენ. ფულის გამო დაქირავებულად მიდიან უკრაინა-რუსეთის ომში, ანუ სხვის ომში. საკუთარი ომიდან გაქცეულები, სხვის ომში გარბიან. იქ მირბიან, სადაც ფულს იხდიან.

დავუშვათ, რაღაც ნაწილი რუსის წაინააღმდეგ საომრად უკრაინაში ფულის გამო არ მიდის, და მიდის უფასოდ. მაშინ კიდევ უარესი. ვინც ადრე არ ომობდა, და ახლა უნდა ომი, თუ ომი უნდათ, სხვის ომში რაღას ომობენ, თბილისიდან რუსის ჯარი 50 კილომეტრშია, უკრაინამდე ათასობით კილომეტრია. რაც შეეხება იმათ, ვინც ადრე ომობდა საქართველოს საკუთარ ომებში. ის, ვინც საკუთარი ომიდან არ გაიქცა, ის გმირულად დაიღუპა. დიდება გმირებს.

2014 წლის ბანდერას მიმდევრების მიერ მოწყობილი სახელმწიფო გადატრიალება და ნაციზმის აღორძინება არის უკრაინის განადგურების მიზეზი. ამ სახელმწიფო გადატრიიალებას აქტიურად უჭერდნენმ ხარს ქართველი ზვიადისტურ-მიშისტური კლანის ბანდიტები. რომ არა ეს უკანონო სახელმწიფო გადატრიალება, უკრაინაში დღეს არავითარი ომი საერთოდ არ იქნებოდა. რამდენიმე თვეში სიტყვა „უკრაინა“ გაქრება. მოემზადეთ. ისე, საქართველოს მხრიდან ძალიან სასაცილოა უკვე დამარცხებული ბანდერელების მხარდაჭერა, რომელთა ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლების მტერია. მარტო ისიც საკმარისია, რომ საქართველოს ხელისუფლების და ქართველი ხალხის მტერი მიხეილ სააკაშვილის ნაცისტები შეიფარა მაღალ თანამდებობებზე.

ტრაგედიაა, როცა უკრაინა-რუსეთის ომში, ანუ სხვის ომში, უკრაინელი ბანდერას მიმდევრების მხარეზე ფულის გამო წასული საქართველოს მოქალაქე რამდენიმე ათეული დაქირავებული, ძირითადად ზვიადისტურ-მიშისტური იდეოლოგიის მიმდევრები, თავისი მონაწილეობით რუსეთს მიზეზს აძლევენ საქართველოს წინააღმდეგ ომისკენ, რაც შესაძლებელია ატომურ ომში გადაიზარდოს და საქართველოს სრული ფიზიკური განადგურებით დამთავრდეს.

ტრაგედიაა, როცა ფულის გამო სხვის ომში წასული რამდენიმე ათეული დაქირავებული მთელ ქართველ ხალხს ატომურ ომში მონაწილეობისკენ მოუწოდებს.

ამაზე დიდი ღალატი, ამაზე დიდი უპასუხისმგებლობა, ამაზე დიდი ტრაგედია რა უნდა არსებობდეს ერისთვის, როცა ფულის გამო სხვის ომში წასული რამდენიმე ათეული დაქირავებული მთელ ქართველ ხალხს ატომურ ომში დაღუპვისთვის მოუწოდებს.

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი (ბათუმი, აჭარა, საქართველო)

23.03.2022