საზოგადოება
როგორც საბჭოს წევრი პარტია „ხალხის პარტიის“ ლიდერმა კობა დავითაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მათთვის „ნებისმიერი ფორმატი მისაღებია, მთავარია, რომ ეს პირდაპირი ეთერი იყოს... ჩვენ ღია დებატებსა და კითხვებზე პასუხის გაცემას ვითხოვთ. კერძოდ, გვაინტერესებს, როგორ მოხდა, რომ დაკავებული ნიკა კვინტრაძე მოკლეს და მისი ცხედარი 2 დღის შემდეგ მაღაზიის თავზე აღმოჩნდა. 26 მაისს იქ აღლუმი ჩატარდა, შესაბამისად, პერიმეტრი მთლიანად შემოწმებული იყო და შეუძლებელია, უსაფრთხოების სამსახურს გვამი ვერ აღმოეჩინა. ასე რომ, ჩვენ არაერთი კითხვა გვაქვს და თუ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ეშინიათ, დებატებში ჩაერთონ“, – განაცხადა დავითაშვილმა.