აქტუალური
ანდრეი კასიანოვი: ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც უკრაინის დაცვისას დაიღუპნენ

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც უკრაინის დაცვის დროს დაიღუპნენ, – ამის შესახებ უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა საელჩოში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ანდრეი კასიანოვმა მათ ხსოვნას პატივი მიაგო.

უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, აქტიურად გვიჩვენებენ გმირობასა და სიმამაცეს მოხალისეები საქართველოდან. მათი აქტივობა ძალიან საშიში და ძლიერი ხდება მოწინააღმდეგეებისთვის. უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების სამეთაუროს შეტყობინების თანახმად, ქართველმა სამხედროებმა უკრაინის შეიარაღებულ ძალებთან ერთად, გაანადგურეს მტრის ტექნიკის კოლონა. სამწუხაროდ, საბრძოლო მოქმედებების შედეგად არის დანაკარგები. თითოეული გმირის სიცოცხლე შეუფასებელია. დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ქართველი გმირების წინაშე, რომლებიც დაიღუპნენ უკრაინის დაცვის დროს. უკრაინას შესწირეს ყველაზე ძვირფასი – სიცოცხლე. მარადიული ხსოვნა მათ. ისინი ყოველთვის იცოცხლებენ ჩვენს გულებში“, – განაცხადა ანდრეი კასიანოვმა.