უცხოეთი
დიმიტრი პესკოვი - ნატო-ს სამშვიდობოების უკრაინაში გაგზავნა უგუნური და ექსტრემალურად სახიფათო იქნება

 საქართველო, 24 მარტი, საქინფორმი. ნატო-ს სამშვიდობოების უკრაინაში გაგზავნა უგუნური და ექსტრემალურად სახიფათო იქნება. ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა მედიასთან განაცხადა.

„ნებისმიერმა კონტაქტმა ჩვენს სამხედროებსა და ნატო-ს სამხედროებს შორის შესაძლოა, მიგვიყვანოს საკმაოდ გასაგებ შედეგებამდე, რომლის გამოსწორებაც რთული იქნება“, – აღნიშნა პესკოვმა.

უკრაინაში სამშვიდობო მისიის განთავსების ინიციატივით, პოლონეთის ვიცე-პრემიერი იაროსლავ კაჩინსკი ცოტა ხნის წინ გამოვიდა პოლონეთის, სლოვენიის, ჩეხეთისა და უკრაინის ლიდერებთან შეხვედრის შემდეგ.

პოლონეთი ამ წინადადების დაყენებას ნატო-ს საგანგებო სამიტზე 24 მარტს ბრიუსელშიც გეგმავს.

1tv.ge