პოლიტიკა
საქართველოს ყოფილ პარლამენტარ ქალთა კლუბის წარმომადგენლები 1 ივნისს, 13:00 საათზე, ამერიკის საელჩოსთან საპროტესტო აქციას გამართავენ. როგორც ყოფილმა პარლამენტარმა ადა მარშანიამ განმარტა, „საპროტესტო აქცია საქართველოში აშშ-ის ელჩ ჯონ ბასის იმ განცხადების გამო იმართება, რომელმაც 26 მაისის ღამის ტრაგედიას შეუწყო ხელი“.
შეგახსენებთ, რომ 25 მაისს თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების შეფასებისას ჯონ ბასმა განაცხადა, რომ „რადიკალური ოპოზიციის გარკვეული ჯგუფები ძალადობრივი კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ“. ელჩის თქმით, „ქუჩაში გასულ დემონსტრანტებს შორის არიან გარკვეული ადამიანები, რომლებიც სიტუაციის დაძაბვას და კონფრონტაციის გამოწვევას ცდილობენ“.