პოლიტიკა
თეა წულუკიანი: ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული განცხადებები მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს

 საქართველო, 23 მარტი, საქინფორმი. ნეიტრალიტეტთან დაკავშირებული პოზიციები და განცხადებები ამ კონტექსტში მხოლოდ მტრის წისქვილზე ასხამს წყალს, – ამის შესახებ საქართველოს კულტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა ჟურნალისტის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.

მისივე თქმით, საქართველოს ევროპული არჩევანი აქვს გაკეთებული და ტარდება ყველა ის პოლიტიკა, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის.

„ჩვენი ერის მიერ არის ისტორიულად გაკეთებული არჩევანი, რომელიც ევროპული არჩევანია. რა თქმა უნდა, ჩვენ ამ პლატფორმაზე ვდაგავართ, ვდგავართ მყარად და პარალელურად, ვატარებთ ყველა იმ პოლიტიკას, რომელიც აუცილებელია ამ გზაზე წინსვლისთვის, მეორე მხრივ, ამ ქვეყანაში მშვიდობის უზრუნველყოფისთვისაც“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.