სამართალი
საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყანამ აზოვის ზღვაზე წვდომა დროებით დაკარგა, მას შემდეგ რაც, რუსულმა ძალებმა მარიუპოლი ალყაში მოაქციეს.
„როიტერის“ ცნობით, საპორტო ქალაქში საცხოვრებელი სახლების 80% დაზიანებული ან დანგრეულია. ამასთან, სააგენტო წერს, რომ ათასამდე ადამიანი შესაძლოა, ამ დრომდე ქალაქის თეატრზე მიტანილი იერიშის შედეგად, ნანგრევებშია მოყოლილი.
24 თებერვალს დაწყებული საბრძოლო მოქმედებების ერთ-ერთ პირველ სამიზნეს სწორედ მარიუპოლი წარმოადგენდა, ქალაქს სამხრეთით ოკუპირებული ყირიმის ნახევარკუნძული, ჩრდილოეთით კი, ოკუპირებული დონეცკის რეგიონი ესაზღვრება.