აქტუალური
ეკონომიკის სამინისტრო: მესტიაში, სოფლების ღვებალდისა და გვალდერის მიმდებარედ ქვიშრობული ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე ლიცენზია არ გაცემულა

 საქართველო, 21 მარტი, საქინფორმი. მესტიაში, სოფლების ღვებალდისა და გვალდერის მიმდებარედ ქვიშრობული ოქროს შესწავლა-მოპოვებაზე ლიცენზია არ გაცემულა, – ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.

ტელეკომპანია „ტვ პირველმა“ ერთ-ერთ გადაცემაში გაავრცელა მცდარი და გადაუმოწმებელი ინფორმაცია მესტიის მუნიციპალიტეტში ქვიშრობული ოქროს შესწავლა-მოპოვების ლიცენზიის გაცემის შესახებ.

ვაცხადებთ, რომ მესტიის მუნიციპალიტეტში, სოფლების – ღვებალდისა და გვალდერის მიმდებარე ტერიტორიაზე, სასარგებლო წიაღისეულის (ქვიშრობული ოქრო) შესწავლა-მოპოვების მიზნით ლიცენზიის გაცემაზე, 2022 წლის 15 თებერვალს გამართული ელექტრონული აუქციონის შედეგად, ლიცენზია არ გაცემულა.

შესაბამისად, აღნიშნული მედიის მხრიდან ადგილი ჰქონდა მიზანმიმართული დეზინფორმაციის გავრცელებას და საზოგადოების შეცდომაში შეყვანას“, – ნათქვამია ეკონომიკის სამინისტროს განცხადებაში.