საზოგადოება
უკრაინის საელჩო საქართველოში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინის სოლიდარობისა და მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა ანდრეი კასანოვმა გუშინდელ ბრიფინგზე მადლობა გადაუხადა საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობისთვის და მხარდაჭერისთვის.

ჩვენ მადლობლები ვართ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის უკრაინისა და უკრაინელი ხალხისადმი სოლიდარობის, მხარდაჭერისთვის, რაც მან გუშინ პარლამენტის ტრიბუნიდან გამოაცხადა. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს პარლამენტში გამოსვლებს, რეაქციას პოლიტიკურ გარემოში და საზოგადოებრივ წრეებში, მუდმივად ვაცნობებთ კიევს ამის შესახებ“, – განაცხადა ანდრეი კასანოვმა.

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პარლამენტში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელ ანდრეი კასანოვთან ერთად მივიდა. ანდრეი კასანოვი სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას დაესწრო.