სამართალი
საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს

 საქართველო, 16 მარტი, საქინფორმი. საგარეჯოში „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისი დაარბიეს. ოფისში არავინ იმყოფებოდა. შემთხვევა სავარაუდოდ ერთი საათის წინ მოხდა.

ჩამტვრეულია შენობის შიდა მინები, დალეწილი და განადგურებულია საოფისე ტექნიკა და ავეჯი.

როგორც გვაქვს ინფორმაცია, სამოცამდე კაცი შემოვარდნილა ოფისში. პარტიის ოფისი ცენტრშია და 200 მეტრში არის პოლიცია. ვფიქრობთ, რომ ამ ვანდალურ ფაქტს მწვანე შუქი ხელისუფლებიდან აუნთეს“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს პარტიის საგარეჯოს ორგანიზაციის წევრმა გარი ბუხნიკაშვილმა.

ბუხნიკაშვლის ვერსიით, „შესაძლოა, შემთხვევა „ალტ-ინფოს“ წარმომადგენლების მიერ ხელისუფლების ხელშეწყობით განხორციელებულ შურისძიებას უკავშირდება“, რადგან გუშინ „კონსერვატიული ორგანიზაციის“ საგარეჯოს ოფისის გაუქმებას საპროტესტო აქციაზე, სხვებთან ერთად, „ნაციონალური მოძრაობაც“ ითხოვდა. პარტიის წევრი და საკრებულოს ფრაქციის თავმჯდომარე გარი ბუხნიკაშვილი ამბობს, რომ მომხდართან დაკავშირებით პოლიციას შეატყობინეს.