საზოგადოება
2003 წლის ამბოხების მონაწილეები — ციხეში!

   საქართველოში არც ერთი წამით არ მცირდება სასტიკი ურთიერთდაპირისპირება, ერთი მხრივ, დღეს არსებულ კანონიერ ხელისუფლებასა, და მეორე მხრივ, მიხეილ სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფებების წევრებს (სხვადასხვა სახელწოდებების ქვეშ არსებული) შორის. სურვილის შემთხვევაში, სამართლებრივი თვალსაზრისით, ჯერ კიდევ 2012 წელს, როცა ხელისუფლება არჩევნების საშუალებით გადავიდა პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ ხელში, შესაძლებელი იყო მიხეილ სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფებების წევრების ციხეში ჩაჯენა მათ მიერ ჩადენილი სისხლის სამართლის დანაშაულებების გამო.

   მაგრამ მაშინ „ვაშინგტონის ობკომმა“ გადაწყვიტა „თავისი ნაბიჭვარის“, მიხეილ სააკაშვილის, თავისუფლებაზე დატოვება, ყოველი შემთხვევისთვის, რეზერვად შენახვა. „ქართულმა ოცნებამ“ ვერც კი გაბედა კრინტის დაძვრა მიხეილ სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფებების წევრების მასობრივად სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემის შესახებ, მიუხედავად იმისა, რომ მათ მტკიცებულებები საკმარისზე მეტი არსებობდა.

   მიხეილ სააკაშვილის ტერორისტები, იყენებენ რა 2003 წლის წარმატებული სახელმწიფო გადატრიალების (ამბოხების) გამოცდილებას, მუდმივად ცდილობდნენ და ახლაც ცდილობენ დღეს არსებული კანონიერი ხელისუფლების ძალადობით დამხობას. ტერორისტებმა მორიგი სახელმწიფო გადატრიალების (ამბოხების) მცდელობა ჩაიდინეს 2019 წლის 20 ივნისს, როდესაც შეეცადნენ შტურმით აეღოთ საქართველოს პარლამენტის შენობა. მაგრამ სახელმწიფო გადატრიალების (ამბოხების) მცდელობა ჩაიშალა. შტურმი მოგერიებული იქნა. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებმა გამოიჩინეს პოლიტიკური ნება. და, დაიწყეს სახელმწიფო გადატრიალების (ამბოხების) ცალკეული მონაწილეების ციხეებში ჩაჯენაც კი, ჯერჯერობით არა სახელმწიფო გადატრიალების (ამბოხების) მცდელობის ბრალდებით, არამედ „ჯგუფური ძალადობის“ ბრალდებით. სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოებს ჯერჯერობით ზედმეტად მოკლე ხელები აღმოაჩნდათ იმისთვის, რომ მისწვდომოდნენ 2019 წლის 20 ივნისის ე.წ. „ჯგუფური ძალადობის“, სინამდვილეში სახელმწიფო გადატრიალების (ამბოხების) ორგანიზატორებს. სახელმწიფო გადატრიალების (ამბოხების) ბრალდების წაყენებისთვის ან მტკიცებულებები ვერ შეკრიბეს, ან პოლიტიკური ნება არ ეყოთ ამ მუხლით ბრალდების წაყენებისთვის. ან, უფრო ზუსტად რომ გამოვთქვათ, იმდენად პოლიტიკური ნება კი არ ეყოთ, არამედ უფრო „ვაშინგტონის ობკომმა“ არ მისცა ამ ნების გამოვლენის საშუალება. მაგრამ როცა ბოლოს და ბოლოს „ვაშინგტონის ობკომი“ დასუსტდება, ეს კი გარდაუვალია, ხოლო ადგილობრივი ხლისუფლების ნება გაძლიერდება, მაშინ ადგილობრივი ხელისუფლება იძულებული იქნება, გამომდინარე თუნდაც „საკუთარი ტყავის გადარჩენის“ ინტერესებიდან, ტერორისტები ციხეში ჩააჯინოს.

   ჩნდება კითხვა. რომელი მუხლით?

   როგორც ამბობენ, „ადამიანი იყოს, თორემ მუხლი მოიძებნება“. შემომაქვს წინადადება, მიხეილ სააკაშვილის ტერორისტული დაჯგუფებების (სხვადასხვა სახელწოდებების ქვეშ არსებული) წევრები ჩაჯენილ იქნენ ციხეში, როგორც მინიმუმი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე  მუხლის მე-2 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით შვიდიდან თხუთმეტ წლამდე, ან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით („შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად“) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც ისჯება თავისუფლების აღკვეთით თხუთმეტიდან ოც წლამდე.

   ტერორისტები ვერ შეძლებენ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის დაძვრენას „ხანდაზმულობის ვადის გასვლის“ გამო. მათდამი ინკრიმინირებული მოქმედება არის „განსაკუთრებით მძიმე დანაშაული“, რაზედაც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების ხანდაზმულობის ვადა არის 30 წელი. ვინაიდან 2003 წლის ნოემბრის თვეში მათ მიერ ჩადენილი ამბოხების, ე.წ. „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ დღემდე გასულია 30 წელზე ნაკლები, ამიტომ, შესაბამისად, არ არსებობს მათი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების საფუძველი ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო.

   ასე რომ, „ციხე ტირის“ 2003 წლის ნოემბრის თვეში ჩადენილი ამბოხების, ე.წ. „რევოლუციის“ მონაწილეებზე.

კახაბერ როდინაძე - სპეციალურად საქინფორმითვის

2022 წლის 14 მარტი
საქართველო, ბათუმი