საზოგადოება
რა დიაგნოზი უნდა დაეწერათ მიშიკოს ექიმებს, მაგრამ ვერ გაბედეს?

 რა დიაგნოზი უნდა დაეწერათ მიშიკოს ექიმებს, მაგრამ ვერ გაბედეს?

ვარიანტი 1:

   აღენიშნება შთაგონებადობა, აწეული მგრძნობელობა, შინაგანი შფოთვა, ადვილად გამღიზიანებლობა, ოპოზიციურობა, ყურადღებაგაფანტულობა, იმპულსურობა.

   გადატანილი ფსიქიკური ტრამვების ფომზე განუვითარდა ტრანზიტორული ფსიქიკური აშლილობა, რომელიც კუპირებულ იქნა სტაციონარული ფსიქიკური მკურნალობის შედეგად.

   დეპრესიული ფსიქოზი ქრონიკულ ფსიქიკურ დაავადებას მიეკუთვნება და გარკვეული მატრამვირებელი პირობების დროს მითითებულმა დაავადებამ შეიძლება გამოიწვიოს გამწვავება. ამჟამად ფსიქიკური დაავადების ნიშნები, ერთი შეხედვით, თითქოს არ აღენიშნება, თუმცა დეპრესიული ფსიქოზი ქრონიკულ დაავადებას მიეკუთვნება, გარკვეული ფსიქო-მატრავმირებელი პირობების დროს შესაძლებელია დაავადების რეციდივი და ავადმყოფობის გამწვავების შემთხვევაში, მისი ადამიანებთან ურთიერთობა საშიშია.

   კითხვაზე, ახასიათებს თუ არა დაავადებას რემისია, კერძოდ, შეიძლება თუ არა, რომ პაციენტი ტოვებდეს ჯანმრთელი ადამიანის შთაბეჭდილებას რაღაც კონკრეტული პერიოდის განმავლობაში, ექსპერტებს შეეძლოთ ეპასუხათ, რომ სისტემატური მკურნალობის და ნორმალური საცხოვრებელი გარემოს პირობებში, შეიძლება კუპირებულ იყოს ავადმყოფის გარეგნული გამოვლინებები, კითხვაზე - შესაძლებელია თუ არა მსგავსი დიაგნოზის მქონე ადამიანმა მონაწილეობა მიიღოს ადამიანებთან ურთიერთობაში, პასუხი უარყოფითია, ადამიანებთან ურთიერთობა, მისი ავადმყოფობის გამწვავების შემთხვევაში, ამ ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს.

დასკვნა: საჭიროებს მუდმივ სტაციონალურ მკურნალობას.

ვარიანტი 2:

   ავადმყოფი დაავადებულია დეპრესიული ფსიქოზის განუკურნებელი ფორმით, ავადმყოფის ადამიანებთან ურთიერთობა საშიშია, ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აშკარა საფრთხეს წარმოადგენს.

დასკვნა: საჭიროებს მუდმივ სტაციონალურ მკურნალობას.

კახაბერ როდინაძე - სპეციალურად საქინფორმითვის

2022 წლის 14 მარტი
საქართველო, ბათუმი