საზოგადოება
„კორუფციასთან მებრძოლი“ მიხეილ სააკაშვილის დედა „მოულოდნელად“ მილიონერი აღმოჩნდა!

 საქართველო, 15 მარტი, საქიფნრომი. უკვე იმის შემდეგ, რაც ბოროტი კლოუნი ციხეში დაამწყვდიეს, „მოულოდნელად“ აღმოჩნდა, რომ ვითომ „კორუფციასთან მებრძოლი“ გენეტიკური აფერისტი მიხეილ სააკაშვილის დედა მილიონერი ყოფილა. საქართველოში მორიგი სკანდალი გაჩაღდა. თავის უმრავლესობაში ღატაკ მოსახლეობას ბოლოს და ბოლოს შეატყობინეს რომ ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დედის გიული ალასანიას ქონების ღირებულება შეადგენს მარტო საქართველოს ტერიტორიაზე 135 მილიონ ლარს, ეს დაახლოებით 41 მილიონი დოლარია.

   გიული ალასანია, რა თქმა უნდა, გამდიდრდა იმის შემდეგ, რაც მისმა შვილიკომ 2003 წელს საქართველოში სახელმწიფო გადატრიალება მოაწყო ("შეთქმულება ან ამბოხება საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შესაცვლელად", დანაშაული, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 315-ე მუხლის მე-3 ნაწილით), უკანონოდ მიითვისა ხელისუფლება, 9 წლის განმავლობაში დაარეპრესირა 300 000 ადამიანი, — ეს არის დაახლოებით 8,5 % საქართველოს 3,6 მილიონიანი მოსახლეობიდან — და გაძარცვა ყველა და ყველაფერი, რა დროსაც განუწყვეტლივ ღრიალებდა საქართველოშიც, და საქართველოს ფარგლებს გარეთაც (გავიხსენოთ, ამ აფერისტული ლაყბოდით როგორ ტკბებოდა ამერიკის „გოსდეპ“-ის, სახელმწიფო დეპარტამენტის, აგენტურა რუსეთში, თავის თავს ოპოზიციას რომ ეძახის), რომ თითქოს კორუფციას ებრძოდა. და ახლა კი, „მოულოდნელად“, აღმოჩნდა, რომ „კორუფციასთან ბრძოლის“ დროს მიხეილ სააკაშვილის დედა მილიონერი გახდა! მულტი-მილიონერი! 135 მილიონი ლარის ქონების მესაკუთრე! ოლიგარქი! მისი ქონების საფუძველი, ეს არის ქონება, რომელიც მან მიიღო 2003-2012 წლებში მისი შვილიკოს მმართველობის პერიოდში, ანუ თავისი შვილიკო-პრეზიდენტის გავლენის წყალობით, მიიღო სახელმწიფოდან, ანუ შვილიკოსგან, ფაქტიურად მუქთად, — ქონების უდიდესი ნაწილი მან „იყიდა“ სახელმწიფოსგან (ყურადღება, დოლის ბრახუნი) 1 ლარად (დაახლოებით 50 ცენტად, ნახევარ დოლარად!).

თვითონ გიული ალასანია, მეგრული წარმოშობის ქართველი, რომელიც 2003 წლამდე ფაქტიურად ღატაკი იყო, აცხადებს, რომ ასობით მილიონი ლარის ღირებულების ქონება მას „წინაპრებისგან“ დარჩა.

ქართველი ხალხი ხანგძლივი დროის განმავლობაში ვერ ხვდებოდა, რომ მეტყველებაში ფართოდ გავრცელებული ჩამოყალიბებული გამოთქმა, იდიომა, რომელსაც დამცინავად ხშირად იმეორებდნენ ხელისუფლებაში მყოფი მეგრელები: „გიული ალასანია, მეგრელი — ვისში სორტი გრუზინია“, მსოფლმხედველობა, რომელსაც ეს გამოთქმა ასახავს, ადამიანებს სორტებად ყოფს — „ვისში“ (უმაღლეს) სორტად და ავტომატურად „ნისში“ (უდაბლეს) სორტად აგრეთვე. ერთს, „ვისში“ სორტს, — 135 მილიონი ლარი, სხვებს, „ნისში სორტებს“, - სამი თითის კომბინაცია.

მაგრამ ბოლოს და ბოლოს ქართველი ხალხი მიხვდა, რომ მას დასცინიან. ქართველი ხალხი აღშფოთებულია. უსიამოვნოა თავის იდიოტად გრძნობა იდიომის შინაარსის ვერგაგების გამო. ქართველი ხალხი სატისფაქციას (დაკმაყოფილებას) ითხოვს. ანუ კონფისკაციას. სავარაუდოდ, სახელმწიფო ქონების უკანონოდ მითვისებისთვის (ფორმულირებას ბრალდება დააზუსტებს, მუხლები გიული ალასანიას მთელ გვარ-ჯიშს ეყოფა) გიული ალასანია იმავე ციხეში აღმოჩნდება, სადაც ახლა იხდის სასჯელს მისი შვილიკო მიხეილ სააკაშვილი — აფერისტი, რომელიც ხელისუფლებაში მოვიდა ოლიგარქატის კრიტიკის ტალღაზე (რა ოლიგარქატსაც, ოღონდ თავისიანებისთვის, ეს აფერისტი „თავისუფალ მეწარმეობას“ ეძახის), იმისთვის რომ ოლიგარქი გამხდარიყო.

კახაბერ როდინაძე - სპეციალურად საქინფორმითვის

2022 წლის 14 მარტი
საქართველო, ბათუმი