სამართალი
საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 14 მარტს გამოქვეყნებული ექსპრეს მონაცემებით, 2022 წლის იანვარ-თებერვალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საგარეო ვაჭრობა 49.2%-ით გაიზარდა და 2.54 მლრდ აშშ დოლარი გახდა.
54.5%-ით – 760.4 მლნ აშშ დოლარამდე გაიზარდა ექსპორტი, 47%-ით – 1.78 მლრდ აშშ დოლარამდე კი – იმპორტი. 1 მლრდ აშშ დოლარი იყო უარყოფითი სავაჭრო ბალანსი, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 40.1%-ია.