სამართალი
აფხაზეთის 17 ოლქში მეორე ტურები გაიმართება

 საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, 12 მარტს აფხაზეთში გამართულ „საპარლამენტო არჩევნებში“ ხუთწლიანი ვადით „საკანონმდებლო ორგანოს“ ასარჩევად ამომრჩეველთა 51.2%-მა მიიღო მონაწილეობა.

„საკანონმდებლო ორგანოში“ 17 „დეპუტატი“ პირველი ტურის შედეგად აირჩიეს, ხოლო კიდევ 17 ადგილის მოსაპოვებლად მეორე ტურები ჩატარდება. ერთი ადგილისთვის განმეორებითი კენჭისყრა ორ თვეში გაიმართება.

35-წევრიან „საკანონმდებლო ორგანოში“ მაჟორიტარული მანდატების მოსაპოვებლად სულ 123 კანდიდატი იბრძოდა. აქედან, პოლიტიკურმა პარტიებმა სულ 15 კანდიდატი დაასახელეს. პარტია „ამცახარამ“ 8 კანდიდატი წარადგინა, ორ-ორი „აფსნიმ“ და „აფხაზეთის ეკონომიკური განვითარების პარტიამ“, ხოლო თითო – „აფხაზეთის სახალხო პარტიამ“ და „აფხაზეთის სახალხო ფრონტმა სამართლიანობისა და განვითარებისთვის“.

პარტია „ამცახარამ“ პირველ ტურში ერთი მანდატი მოიპოვა. მისი ხუთი კანდიდატი მეორე ტურებში იბრძოლებს, ხოლო ორმა საკმარისი ხმები ვერ მოიპოვა.

ვერცერთმა სხვა პარტიამ ვერ მოიპოვა მანდატი და ვერც მეორე ტურში გადაიყვანა საკუთარი კანდიდატები. შედეგად, „საკანონმდებლო ორგანოში“ კვლავ ინდივიდუალური პირები და არა პარტიები იქნებიან წარმოდგენილნი.

ოკუპირებულ რეგიონში ჩატარებულ არჩევნებს არალეგიტიმურად მიიჩნევს თბილისი და საერთაშორისო თანამეგობრობა, გარდა მოსკოვისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნისა, რომელთაც რეგიონის დამოუკიდებლობა აღიარეს.

დაახლოებით, 260 000 ეთნიკური ქართველი, რომლებიც ომამდელი აფხაზეთის უმსხვილეს ეთნიკურ ჯგუფს წარმოადგენდა, კვლავ დევნილობაში რჩება.

დაახლოებით 30 000 ეთნიკურ ქართველს გალის რაიონიდან 2014 და 2017 წლებში აფხაზური პასპორტების ჩამორთმევის შედეგად ხმის მიცემის უფლება წართმეული აქვს.

ქვემოთ მოცემულია არჩევნების შედეგები „აფსნიპრესის“ მიხედვით:

პირველ ტურში გამარჯვებულები

მე-5 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

ლაშა აშუბა, მოქმედი დეპუტატი – 98.42%, ერთადერთი პრეტენდენტი.

მე-9 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

კან კვარჩია, დამოუკიდებელი კანდიდატი, ოპოზიციური პარტიის „აიდგილარას“ ლიდერი – 53.74%.

მე-10 ოლქი (ბიჭვინთა)

დაუტ ხუტაბა – 98.72%; ერთადერთი პრეტენდენტი.

მე-11 ოლქი (ბზიფი)

ტიმურ ბეია, მოქმედი დეპუტატი – 77.56%.

მე-12 ოლქი (გაგრა)

ასტამურ არშბა, მოქმედი დეპუტატი – 51.15%.

მე-14 ოლქი (განთიადი)

გალუსტ ტრაპიზონიანი, პარტია „ამცახარა“ – 96.65%.

მე-16 ოლქი (დურიფში)

ბესლან ხალვაში, კომუნიკაციების ადმინისტრაციის ყოფილი დირექტორი – 70.09%.

მე-17 ოლქი (ლიხნი)

ასლან ლაკობა – 63.49%.

მე-19 ოლქი (ქალაქი გუდაუთა)

ალხას ხაგბა, მოქმედი დეპუტატი – 58.48%.

23-ე ოლქი (გუმისთა)

ლევონ გალუსტიანი, მოქმედი დეპუტატი – 52.69%.

24-ე ოლქი (ფშაფი)

აშოტ მინოსიანი, მოქმედი დეპუტატი – 64.57%.

25-ე ოლქი (მაჭარა)

ინარ საძბა – 50.89%.

26-ე ოლქი (დრანდა)

ადგურ ხარაზია, სოხუმის ყოფილი მერი – 50.28%.

27-ე ოლქი (ბესლახუბა)

ვენორი ბებია, მოქმედი დეპუტატი – 65.85%.

30-ე ოლქი (კუტოლი)

ვახტანგი გოლანძია – 58.02%.

31-ე ოლქი (ქინდგი)

რეზო ზანტარია, „ჩერნომორენერგოს“ ყოფილი დირექტორი – 56.39%;

გარი კოკაია, წაგებული მოქმედი დეპუტატი;

35-ე ოლქი (გალი)

თემურ შერგელია – 52.61%

მეორე ტურები

1 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

ინარ გიცბა – 44.13%;

გუნდა კვიწინია – 29.7%.

მე-2 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

დმიტრი ხალბადი – 47.02%;

ასტამურ გერხელია, პარტია „ამცახარა“ – 40.66%.

მე-3 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

ნერსოუ სალაყაია – 40.74%;

ხინა დუმავა – 24.12%.

მე-4 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

ბატალ აიბა, მოქმედი დეპუტატი – 23.9%;

ერიკ რშტუნი – 21.4%.

მე-6 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

დმიტრი მარშანია – 40.64%;

რაულ ლოლუა, მოქმედი დეპუტატი – 18.06%.

მე-7 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

ამირან კაკალია – 23.69%;

რაშიდა აიბა – 17.88%.

მე-8 ოლქი (ქალაქი სოხუმი)

ნაურ ნარმანია – 25.7%;

ლეონ გუბაზი -23.68%.

მე-13 ოლქი (ქალაქი გაგრა)

ალხას ბარციცი – 48.79%;

რევაზ ბენია – 20.89%.

მე-15 ოლქი (ოთხარა)

ბადრიკ ფილია – 33.72%;

ალმასხან ბარციცი, მოქმედი დეპუტატი – 32.41%.

მე-20 ოლქი (ააცი)

ალისა გულარია, პარტია „ამცახარა“ – 31.5%;

რუსტამ მარხოლია – 23.67%.

21-ე ოლქი (ახალი ათონი)

ნატალი სმირი, მოქმედი დეპუტატი – 47.25%;

ახრა ფაჩულია – 42.61%.

22-ე ოლქი (ეშერა)

ალმასხან არძინბა, მოქმედი დეპუტატი – 45.2%;

ფაზლიბეი ავიძბა – 30.57%.

28-ე ოლქი (გუფი)

დემურ გოგია – 32.71%;

თენგიზ კაკუბავა, პარტია „ამცახარა“ – 29.02%;

29-ე ოლქი (ჭლოუ)

ალმას აკაბა, პარტია „ამცახარა“ – 43.71%;

ასტამურ ტარბა, მოქმედი დეპუტატი – 32.85%.

32-ე ოლქი (ოჩამჩირე)

ბატალ ჯოფუა – 42.84%;

ეშსოუ კაკალია – 25.82%.

33-ე ოლქი (ტყვარჩელი)

ბესლან ემურხბა, პარტია „ამცახარა“ – 44.3%;

დამირ გორზოლია – 26.25%.

34-ე ოლქი (ტყვარჩელი)

გერმან კაჭარავა – 43.93%;

თემურ ტყებუჩავა – 28.21%.

განმეორებითი კენჭისყრა

მე-18 ოლქი (ქალაქი გუდაუთა)

ლეონიდ ლაკერბაია, ყოფილი „პრემიერმინისტრი“;

ბესლან ტარკილი.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, ლაკერბაიას პირველ ტურში გამარჯვებისთვის ერთი ხმა დააკლდა. აფხაზეთის „კანონმდებლობით“, ვინაიდან ადგილისთვის მხოლოდ ორი კანდიდატი იბრძოდა, ოლქში მეორე ტურის ნაცვლად განმეორებითი არჩევნები ჩატარდება.

თბილისი გმობს აფხაზეთისარჩევნებს

ხსენებული .. არჩევნების ჩატარება სრულად ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ნორმებსა და პრინციპებს და წარმოადგენს საქართველოს ორი განუყოფელი რეგიონის უკანონო ოკუპაციის ლეგიტიმაციის მორიგ უშედეგო მცდელობას, – განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ 12 მარტს.

იმ პირობებში, როდესაც აფხაზეთის რეგიონიდან ეთნიკური წმენდის შედეგად გამოდევნილია ასობით ათასი იძულებით გადაადგილებული პირი და ლტოლვილი, ხოლო ადგილზე ეფექტურ კონტროლს ახორციელებს საოკუპაციო ძალა, ხსენებულ .. არჩევნებს, ვერანაირი სამართლებრივი შედეგი ვერ ექნება, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოს საგარეო უწყებისვე თქმით, რუსეთის ფედერაცია აგრძელებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ფაქტობრივ ანექსიას, რუსეთის სამხედრო, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ სისტემაში ინტეგრაციის გზით.

საგარეო საქმეთა განმარტებით აღნიშნულს „ემატება ადგილზე დარჩენილი მოსახლეობის ძირითადი უფლებების და თავისუფლებების უხეში დარღვევა და ქართველთა ეთნიკური დისკრიმინაცია“.

12 მარტს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა განაცხადა, რომ „მიმდინარე ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიისკენ მიმართული ნაბიჯების, ასევე, ადგილობრივი მკვიდრი მოსახლეობის უმრავლესობის დევნილობაში ყოფნის პირობებში, ის [„არჩევნები“] ვერ გამოხატავს ხალხის ნებას და, შესაბამისად, მოკლებულია სამართლებრივ საფუძველს.

არჩევნებსსაერთაშორისო საზოგადოებაც გმობს

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ საქართველოში 12 მარტს განაცხადა, რომ არ ცნობს აფხაზეთში ჩატარებულ „არჩევნებს“ და „იმ კონსტიტუციურ და იურიდიულ ჩარჩოებს, რომელშიც ის გაიმართა“.

ევროკავშირი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს, საერთაშორისო სამართლის მიერ აღიარებულ საზღვრებში, – განაცხადა მისიამ.

ასევე 12 მარტს ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ საქართველოში ხაზი გაუსვა, რომ აშშ „არ ცნობს საქართველოს აფხაზეთის რეგიონში 12 მარტს გამართული ე. წ. საპარლამენტო არჩევნების ლეგიტიმურობას და მის შედეგს არ აღიარებს“.

აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან მიმართებ[ით] ჩვენი პოზიცია უცვლელად მკაფიოა: ეს რეგიონები საქართველოს განუყოფელი ნაწილია, – ნათქვამია საელჩოს განცხადებაში.

ამ ფუნდამენტური პრინციპების დაცვა ახლა ისე მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს, განსაკუთრებით, იმ ფონზე, როცა რუსეთმა აირჩია აწარმოოს არაპროვოცირებული, გაუმართლებელი და სასტიკი ომი უკრაინაში“, – ხაზგასმულია იქვე.

ნატო არ ცნობს საქართველოს რეგიონშიაფხაზეთში შაბათს ჩატარებულ არჩევნების ლეგიტიმურობას. ალიანსი განაგრძობს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში, – დაწერა ნატოს სპეციალურმა წარმომადგენელმა კავკასიასა და ცენტრალური აზიის საკითხებში ხავიერ კოლომინამ Twitter-ზე.