აქტუალური
საქართველო, 15 მარტი, საქინფორმი. კარლ ჰარცელმა სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში სიტყვით გამოსვლა შეაფასა. ევროკავშირის ელჩის თქმით, პრეზიდენტის სიტყვა იყო გააზრებული და ახლა ის პროცესების განვითარებას ელოდება.
„პრეზიდენტის გამოსვლაზე მხოლოდ იმის ვიტყვი, რომ ის გააზრებულად და მნიშვნელოვნად მიმაჩნია. მოუთმენლად ველოდები, როგორი იქნება რეაქცია მომავალ დისკუსიაში მის გამოსვლაზე დაყრდნობით აქ, საქართველოში“, - განაცხადა ჰარცელმა.
საქართველოს პრეზიდენტი პარლამენტის წინაშე წლიური მოხსენებით წარდგა.