პოლიტიკა
რუსეთის ცილისმწამებლებს, ანუ ცარიელი სიტყვები და მეტი არაფერი - არნო ხიდირბეგიშვილი

   საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. ქართული საინფორმაციო-ანალიტიკური სააგენტოს „საქინფორმი“ მთავარი რედაქტორის, პუბლიცისტი და პოლიტოლოგი არნო ხიდირბეგიშვილისგან:

   "ძვირფასო მეგობრებო! დღეს საქინფორმი აქვეყნებს პუშკინის უკვდავ შედევრს რუსულად და პირველად - ქართულ ენაზე, და ეს შემთხვევითი როდია. 1831 წლის 2 აგვისტოს, რუსეთ-პოლონეთის ომის დროს დაწერილი ალექსანდრ სერგეევიჩის ლექსი-ოდა "რუსეთის ცილისმწამებლებს" დღეს, უკრაინაშ ომის ფონზე, ძალზედ აქტუალურად ჟღერს. პუშკინის ლექსი მიმართულია საფრანგეთის პარლამენტის დეპუტატებისადმი ("სახალხო მჭევრმეტყველების") - ჟილბერ ლაფაიეტი, ფრანსუა მოგენი, გენერალი მაქსიმილიან ლამარკისა და სხვები, ასევე ფრანგი ჟურნალისტებისა და ახალგაზრდა ლიბერალები მიმართ, რომლებიც მხურვალედ უჭერდნენ მხარს 1830-1831 წლების პოლონეთის აჯანყებას და მოუწოდებდნენ ევროპას შეიარაღებული ჩარევისთვის პოლონელი აჯანყებულების მხარეზე რუსული არმიის წინააღმდეგ. „გაავებული ევროპა რუსეთს ჯერჯერობით არა იარაღით, არამედ ყოველდღიური, გააფთრებული ცილისწამებით უტევს. კონსტიტუციურ მთავრობებს მშვიდობა უნდათ, ხოლო ჟურნალებით აღელვებული ახალგაზრდა თაობები ომს ითხოვენ... დაე, დაგვრთონ ნება ჩვენ, რუს მწერლებს, მოვიგერიოთ უცხოური გაზეთების უსირცხვილო და მეცარი თავდასხმები! (ა.ს. პუშკინის გრაფ .. ბენკენდორფისადმი 1831 წლის 21 ივლისით დათარიღებული წერილიდან, ორიგინალი - ფრანგულ ენაზე).

   აღსანიშნავია, რომ ხელნაწერს წინ უძღვის ლათინური ეპიგრაფი - „Vox et praeterea nihil“, რაც ნიშნავს “ცარიელ სიტყვებს“ (პირდაპირი თარგმანი - „ხმა და სხვა არაფერი“). ვფიქრობ, ეპიგრაფი ჩემი თანამედროვეების - პუშკინის იმ თანამემამულეებისადმია მიმართული საქართველოში, რომლებიც არ იშურებდნენ საქართველოზე შეყვარებული დიდი რუსი პოეტის ხმაურიან საჯარო ქება-დიდებას მათ მიერვე მოწყობილ ათასნაირ ღონისძიებებზე და პრესაში, კამერის წინ! მაგრამ როგორც კი რუსული არმია ჩვენი და ჩვენი შვილების გულისთვის (და მათთვის, უპირველეს ყოვლისა, ათა კარგად იცხოვრონ არა მხოლოდ რუსეთში!) ბრძოლაში ჩაერთო უკრაინელ ნაცისტებთან, მათი პანეგირიკები პიშკინის მისამართით ცარიელი სიტყვები აღმოჩნდა - ამ არარუსებმა უღალატეს რუსეთს და ის სულელური ომის დაწყებაში დაადანაშაულეს, ქართველი ნეონაცისტების შიშით, უარი თქვეს პუშკინის სამშობლოზე! მეტიც - უკრაინელი პოლიცაებისა და ბანდერელების შთამომავლებისთვის დახმარების გაგზავნა დაიწყეს, რათა ეს უკანასკნელები რუსი ჯარისკაცები უკეთესად დახოცონ...

ახლა კი - სიტყვა ალექსანდრ სერგეევიჩ პუშკინს.

რუსეთის ცილისმწამებლებს

რა გაყაყანებთ,
ენამქნევარნო?
საანათემოდ
რუსთა მდევარნო?
რამ აგაღელვათ?
შფოთმა ლიტვაში?
ეს შინაური დავაა სლავთა,
შეეშვით, დარჩნენ
საკუთარ თავთან!

დიდი ხანია,
მტრობენ ეს ტომნი,
თქვენ ვერ გახდებით
მშვიდობის მდომნი -
გამოიარეს
ბევრი ქუხილი,
ხან - ჩვენი,
ხანაც - მათი წუხილი
დასაბამიდან
ვენებში უზის
ყოყოჩ პოლონელს,
გინდ მებრძოლს რუსის,
შეერთდება კი
რუები სლავთა
ზღვაში რუსეთის?
ან იქნებ დაშრეს? -
დაე, ეს კითხვა
კვლავ კითხვად დარჩეს!

შეეშვით, თქვენთვის
უცხოა მათი
ყდასისხლიანი
წიგნი რჯულისა -
არ გაგეგებათ
არცა კამათი
გვაროვნულ ზიზღით
დატანჯულისა...
თქვენთვის მდუმარებს
კრემლი და პრაღა,
უაზროდ გხიბლავთ,
რომ გვაზის დაღად
შეუპოვარი გაბედულება...
ასეა, ხალხი
როს გეძულება!

და რისთვის გძულვართ,
რომ არა ვცანით
დამწვარ მოსკოვთან
უღირსთა ნება? -
ვისაც ენება,
რომ შიშით გევლოთ?
რადგან ევროპის
თავისუფლება
ბრძოლებში სისხლით
გამოვისყიდეთ,
იმისთვის გველობთ?

სიტყვით მრისხანებთ?
ნუთუ გოლიათს
ისმაილურის
აღარ ძალუძს
მოქნევა ხიშტის?
იქნებ დასუსტდა
რუსთხელმწიფის
სიტყვა ამიერ -
ან იქნებ რუსის
გამარჯვების
მრავალჟამიერს
დაესვა ხვიშტი?

იქნებ კამათი ევროპასთან
არის ახალი?
ან ცოტა დავრჩით?
იქნებ პერმიდან თვით ტავრიდამდე,
ანდა ფინეთის
ყინულთაგან
ცეცხლოვან კოლხეთს ვერ გასწვდება
მზერა ფრთამალი?
შეძრწუნებული კრემლისა და
ჩინეთის მიღმა
ფოლადის ცეცხლით
არ აღსდგება
რუსთა ტრამალი?

მაშ, გამოუშვით
მოლაყბენი ენამქნევარი -
შვილები თქვენი -
ბოროტების
გულში მტევარი...
რუსულ მიწაში
უსათუოდ მოიძებნება
ყველას ადგილი -
კუბოებში გასათევარი!

ფოტოსურათებზე: .. პუშკინის ძეგლი საქართველოს მთავარ მოედანზე - თბილისში, თავისუფლების მოედანზე, რომლისკენაც მიემართება პუშკინის ქუჩა და რუსთაველის გამზირი. მოქანდაკე .ხოდოროვიჩია, ძეგლის შექმნის ინიციატორი ტფილისის პოლიცმაისტერი როსინსკი. ძეგლი ტფილისელების მიერ შეგროვებული სახსრებით შეიქმნა და გაიხსნა 1892 წელს, დიდი რუსი პოეტის გარდაცვალების 55 წლისთავზე, იმ ადგილი შორიახლო, სადაც პუშკინი 1829 წელს ტფილისში სტუმრობისას დაბინავდა და სადაც ბებიის სახლში, პუშკინი ქუჩა №6-ში თქვენმა მონა-მორჩილმა თავისი ბავშვობა გაატარა.

საქინფორმი