სამართალი
რომელი ქვეყნების მოქალაქეები ჩამოვიდნენ საქართველოში თებერვალში - სტატისტიკა

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. თურქეთის მოქალაქეები საქართველოში ვიზიტების რაოდენობით თებერვალში პირველ ადგილზე არიან

თბილისი, 12 მარტი – Sputnik. საქართველოში 2022 წლის თებერვალში ვიზიტების რაოდენობით ლიდერობენ თურქეთის, რუსეთისა და სომხეთის მოქალაქეები, ნათქვამია საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მასალებში.

მთლიანობაში, თებერვალში საქართველოში საერთაშორისო მოგზაურებმა 165,6 ათასი ვიზიტი განახორციელეს, რაც 293,6%-ით მეტია გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. ვიზიტების მთლიანი რაოდენობიდან 137,2 ათასი ტურისტული ვიზიტია, აღნიშნავენ დეპარტამენტში.

თებერვალში ვიზიტების რაოდენობით პირველ ადგილზე თურქეთის მოქალაქეები იყვნენ - ერთ თვეში 29,6 ათასი ვიზიტი. მეორე ადგილი რუსეთის მოქალაქეებმა დაიკავეს - 20,8 ათასი ვიზიტი.

მესამე ადგილზე აღმოჩნდნენ სომხეთის მოქალაქეები, რომლებმაც თებერვალში 17,4 ათასი ვიზიტი განახორციელეს.

ქვეყნების ტოპ-ექვსეული ვიზიტების რაოდენობის მიხედვით:

თურქეთი - 29.606 ვიზიტი (+85,2% 2021 წლის თებერვალთან შედარებით)

რუსეთი – 20.876 ვიზიტი (+613,7% 2021 წლის თებერვალთან შედარებით)

სომხეთი – 17.366 ვიზიტი (+200,2% 2021 წლის თებერვალთან შედარებით)

ისრაელი - 8.779 ვიზიტი (+19852,3% 2021 წლის თებერვალთან შედარებით)

უკრაინა – 8.601 ვიზიტი (+700,8% 2021 წლის თებერვალთან შედარებით)

აზერბაიჯანი - 7.562 ვიზიტი (+91,4% 2021 წლის თებერვალთან შედარებით).

საერთაშორისო მოგზაურების ძირითადი ნაწილი (51,7%) თებერვალში ქვეყანაში სახმელეთო საზღვრების გავლით შემოვიდა. მეორე ადგილზეა საჰაერო გზა საქართველოს მიმართულებით (47,6%). დამთვალიერებელთა მხოლოდ მცირე ნაწილი ჩამოვიდა მატარებლით ან საზღვაო გზით.

ამასთან, თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტორი მიიღო თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა, „სარფის“ გამშვებმა პუნქტმა საქართველო-თურქეთის საზღვარზე და „ყაზბეგის“ გამშვებმა პუნქტმა საქართველო-რუსეთის საზღვარზე.