სამართალი
ტურიზმის განვითარების დინამიკა საქართველოში - 2022 წლის თებერვლის მონაცემები

 საქართველო, 14 მარტი, საქინფორმი. თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა შეადგინა 105.2 მილიონი დოლარი, რაც 670,8%-ით მეტია 2021 წლის თებერვალთან შედარებით.

2022 წლის თებერვალში საქართველომ 165.626 საერთაშორისო მოგზაური მიიღო და 2019 წლის მაჩვენებლები 35,3%-ით აღადგინა, ხოლო 2021 წელთან შედარებით სტატისტიკა 297%-ით გაუმჯობესდა, იუწყება ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია.

რაც შეეხება საერთაშორისო ტურისტებს, 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ნაკადი აღდგენილია 55,4%-ით - 137.148 ვიზიტორი. 2021 წელთან შედარებით ზრდამ 282% შეადგინა.

თებერვალში ტურიზმიდან მიღებულმა შემოსავალმა 105.2 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა, რაც 670,8%-ით მეტია 2021 წლის თებერვალთან შედარებით. 2019 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემოსავლები 62,2%-ით აღდგა.

ტურიზმი კოროვირუსის პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალდა. 2020 წელს საქართველოში ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი შემცირდა და 427.7 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა (1,7 მილიონი საერთაშორისო მოგზაური), მაშინ როცა 2019 წელს რეკორდი დაფიქსირდა, როდესაც 9.3 მილიონზე მეტი საერთაშორისო მოგზაური იყო, ხოლო შემოსავალმა 3.3 მილიარდი დოლარი შეადგინა.

2021 წელს ქვეყანამ ტურიზმიდან 1.2 მილიარდი დოლარი მიიღო. 2021 წელს საქართველოში დაახლოებით 1.6 მილიონი ტურისტული ვიზიტი განხორციელდა, რაც 45,1%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. პანდემიამდელ პერიოდთან შედარებით, მონაცემები აღდგენილია 31%-ით.