პოლიტიკა
თბილისი-კიევის „მარშრუტკა“ ყოველ 1 საათში გადის

   თბილისი-კიევის “მარშრუტკა” ყოველ 1 საათში გადის.

აბა, ჰე. არავინ არავის არ აკავებს.

ვისაც უნდა, წავიდეს.

ვისაც უნდოდა წასვლა, უკვე წავიდა.

ვისაც არ უნდა წასვლა, არ მიდის.

ვინც თვითონ არ მიდის, და სხვებს მოუწოდებს ომში წასვლისკენ, ვინც ტყულა „ბჟუტურობს“, არის ფარისეველი აფერისტი.

სხვებს რომ მოუწოდებენ სიკვდილისკენ, თვითონ კი დღე და ღამე კონცერტებს ხტუმრობენ, ვინც მართლა არ არის ფარისეველი, ლაჩარი, მატყუარა, გამყიდველი, მოღალატე, და მართლა თავისი სიტყვის პატრონია, აგერ, მარშრუტკა, და ჰერი-ჰერი კიევში.

აბა, ჰე.

დრო კიდევ არის.

არ დაგაგვიანდეთ.

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მართალია, ხელისუფლებაში დღეს მიხეილ სააკაშვილი რომ ყოფილიყო, ის რუსეთთან ომს აუცილებლად დაიწყებდა.

დააკვირდით, აზერბაიჯანს და სომხეთს, ორივეს, საქართველოს მიწები აქვთ მითვისებულიო, მაგრამ პლომბირებული კონტეინერით (როგორც 1917 წელს ლენინი პლომბირებული ვაგონით) შემოგზავნილი გიჟი 2021 წლის სომხეთ-აზერბაიჯანის ომის დროს არ ითხოვდა საქართველოს მონაწილეობას ან აზერბაიჯანის, ან სომხეთის მხარეზე, იმ მოტივით, არიქა, საქართველოს მიწები აქვს მითვისებულიო. მაგრამ გიჟი ჯიუტად ითხოვს საქართველოს მონაწილეობას რუსეთის წინააღმდეგ ომში.

აშკარაა, რომ გადარეული გიჟი კონტეინერში სწორედ ამ მიზნით გამოაგზავნეს მისმა პატრონებმა, საქართველოს ჩასათრევად რუსეთის წინააღმდეგ სრულმასშტაბიან, შესაძლებელია, ატომურ ომში. ამ მიზნის განხორციელებას კი, დღეს არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით, მოჰყვებოდა რუსეთ-საქართველოს ომი და შედეგად, საქართველოს დამარცხება, მეტიც, შესაძლო ატომურ ომში საქართველოს სრული ფიზიკური განადგურება.

დავაკვირდეთ, საჯაროდ რას აცხადებს აშშ-ის პრეზიდენტი ჯონ ბაიდენი: „ჩვენ არ ვაწარმოებთ ომს რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში. პირდაპირი კონფრონტაცია ნატოს და რუსეთს შორის - ეს მესამე მსოფლიო ომია, და ჩვენ ის არ უნდა დავიწყოთ“.

და ამ დროს კი საქართველოში ცალკეული გიჟი გადარეულები, ქართველი ხალხის დაუძინებელი მტრები, ჯიუტად ცდილობენ აიძულონ საქართველოს ხელისუფლება, რომ საქართველოს სახელმწიფომ ფაქტიურად პირდაპირი ომი დაუწყოს რუსეთს უკრაინის ტერიტორიაზე.

საქართველომ არ უნდა იომოს.

ევროკავშირი და ნატო, ეს არიან ნაპოლეონი და ჰიტლერი ერთად.

უნდათ რუსეთთან ომი?

ეომონ.

ოღოდ არა საქართველოს ხელებით.

თვითონ ჯანდაბამდის გზა ჰქონიათ.

საქართველომ, ქვეყანამ, არ უნდა იომოს, ხოლო ვისაც პირადად უნდა ომი, ვინც სხვებს მოუწოდებს ომისკენ, თვითონ პირადად იომოს.

თბილისი-კიევის “მარშრუტკა” ყოველ 1 საათში გადის...

კახაბერ როდინაძე, ადვოკატი

2022 წლის 12 მარტი
საქართველო, ბათუმი