სამართალი
რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. რუსეთმა ევროპის საბჭო დატოვა, - ამ ინფორმაციას რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს განცხადებაში ნათქვამია, რომ ევროკავშირისა და ნატოს ქვეყნები „არამეგობრულნი არიან რუსეთის მიმართ“ და ადანაშაულებენ მათ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტში უმრავლესობის არასწორ გამოყენებაში.

„რუსეთს არ აქვს განზრახვა შეეგუოს კოლექტიური დასავლეთის მიერ განხორციელებულ ამ დამღუპველ ქმედებებს, რათა დააწესოს „წესებზე დაფუძნებული წესრიგი“ აშშ-სა და მისი თანამგზავრების მიერ დარღვეული საერთაშორისო კანონმდებლობის შესაცვლელად“, - ნათქვამია განცხადებაში.