საზოგადოება
საპროტესტო აქციები პოლიტიკოსების გარეშე

akcia_studentebiსტუდენტთა აქცია, რომელიც ქვეყანაში სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ გუშინ გაიმართა, დღეს, 13:00, საათზე კვლავ განახლდება.

სტუდენტების განმარტებით, აქციაზე ისინი როგორც სტუდენტებს, ისე ყველა თაობის წარმომადგენლებს, მათ შორის, მოხუცებსაც ელოდებიან. მათივე თქმით, ისინი უსამართლობას არ შეეგუებიან და სამართლიანობის აღსადგენად არა მხოლოდ თბილისში, არამედ მთელი საქართველოს მასშტაბით იბრძოლებენ.

„როგორც გუშინდელი, ისე დღევანდელი აქცია პოლიტიკური ლიდერებისა და პოლიტიკოსების გარეშე წარიმართება. ჩვენ არ ვდგავართ პოლიტიკოსების გვერდით, არამედ ვიბრძვით სამართლიანობისთვის“, – აღნიშნავენ სტუდენტები.