საზოგადოება
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი: ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, მაგრამ არ ვისწრაფვით ნატო-ს ალიანსში გაწევრიანებისთვის

 საქართველო, 11 მარტი, საქინფორმი. ჩვენ ვისწრაფვით ევროკავშირში ინტეგრაციისკენ, მაგრამ არ ვისწრაფვით ნატო-ს ალიანსში გაწევრიანებისთვის, – ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა ნატალია გავრილიცამ „ევრონიუსთან“ ინტერვიუში განაცხადა.

მოლდოვის მთავრობის ხელმძღვანელის თქმით, ქვეყნის ნეიტრალიტეტის პრინციპები კონსტიტუციაში არის ასახული.

„რეგიონში უსაფრთხოების ვითარების გათვალისწინებით, კანდიდატის სტატუსის მიღება ძალიან მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება იმ ქვეყნებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რომლებმაც განაცხადეს ევროკავშირში გაწევრიანებაზე – სიგნალი იმისა, რომ მათ ელოდებიან თავისუფალ სამყაროში“, – განაცხადა ნატალია გავრილიცამ.