საქართველო, 10 მარტი, საქინფორმი. უკრაინის ცნობილი მოქალაქე და საქართველოს #1 პატიმარი მიხეილ სააკაშვილი ციხიდანაც კი ახდენს საქართველოში ახალი სახელმწიფო გადატრიალების, ამჯერად - "კეტჩუპის რევოლუციის" პროვოცირებას, კეტჩუპი ხომ ვარდივით წითელია! მისი ნაცისტური პარტიის „ნაცმოძრაობის“ ახალგაზრდული რაზმები პოლიციელებს კეტჩუპს ასხამენ და ფქვილს აყრიან. შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა გუშინ განაცხადა, რომ ყველა, ვინც ქართველ პოლიციელებს შეურაცხყოფას მიაყენებს, დაისჯება.
საქინფორმი თვლის, რომ საქართველოს ხელისუფლებამ მათ მიმართ უნდა გამოიყენოს ზუსტად ისეთივე ზომები, როგორიც თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა 2016 წელს თურქეთში სამხედრო გადატრიალების წარუმატებელი მცდელობისას, ასობით ათასი პუტჩისტის მიმართ, რომლის იდეოლოგიც იყო აშშ-ში მართლმსაჯულებას გაქცეული თურქი მქადაგებელი ფეთულა გიულენი - მიხეილ სააკაშვილის ნამდვილი მამა.